Maison Margiela-მ და Reebok-მა ტყავის კლასიკური Tabi-ის და Club C-ის სილუეტები კიდევ ერთხელ გარდაქმნეს. ამჯერად კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ დიზაინს წითელსა და ნაცრისფერ ფერებში ვხვდებით.
პრემიუმ ხარისხის მოდელი მოიცავს Tabi-სთვის დამახასიათებელ გამოყოფილი თითის დეტალს და ციფრების შემცველ ლოგოს. ფეხსაცმელზე წარმოდგენილია Rebook-ის ლოგოებიც როგორც ზედა ნაწილზე, ისე ძირზე. ის ასევე ქმნის ვიზუალურ ილუზიას, რაც Margiela-ს ნაცნობ დიზაინზე, Reebok-ის Club C-ის დასკანერებული გამოსახულების დაპრინტვამ განაპირობა.
სნიკერები აქამდე შავსა და თეთრ ფერებში იყო წარმოდგენილი. Classic Leather Tabi & Club C ახალ ფერებში უკვე გაყიდვაშია და მათი ღირებულება $300-ს შეადგენს.