Louis Vuitton-მა სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება ამჯერად არა ახალი კოლექციით, ჩანთის გამორჩეული დიზაინით თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილ სახესთან თანამშრომლობის დაწყებით, არამედ შოკოლადის სპრედით მიიპყრო. ფუფუნების ბრენდისთვის უჩვეულო პროდუქტი და მისი ფასი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ინტერნეტ სივრცეში განხილვის საგნად იქცა.
Louis Vuitton-ის შოკოლადის სპრედი შეფ მაქსიმ ფრედერიკთან კოლაბორაციით შეიქმნა. ფრანგული მოდის სახლი მას მსოფლიოს მასშტაბით ორ ლოკაციაზე ყიდის – პარიზსა და სინგაპურში. მისი ორიგინალი საცალო ღირებულება 32 დოლარს შეადგენს, თუმცა გადამყიდველები მას გაცილებით მაღალ ფასს ადებენ. მაგალითად, eBay-ზე მისი შეძენა 500 დოლარად არის შესაძლებელი.