1970-იან წლებში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე რალფ ლორენს ნაცრისფერი ყელიანი სვიტერი მოკლე თეთრ შორტებთან და ესპადრელებთან ერთად აცვია. რალფს ყავისფერი ქამარი უკეთია, ხოლო სვიტერი შორტის შიგნით აქვს მოქცეული. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, დიზაინერის პერსონალური სტილის ასეთი გამოვლინება პოდიუმზე კვლავ ვიხილეთ. ის რალფმა WWD-სთან ასე დაახასიათა: “მეტად მარტივი და ძალიან მდიდრულია, იდეას გამოხატავს. მარადიულ სტილს წარმოადგენს და ამ ჩვენების განაცხადიც სწორედ ეს არის.”
რალფ ლორენის ბრენდის არსებობის ისტორიის განმავლობაში პირველად, ამერიკელმა დიზაინერმა თავისი კოლექცია წყნარი ოკეანის რეგიონში წარადგინა. ჩვენება 13 ოქტომბერს სამხრეთ კალიფორნიაში გაიმართა.
დასავლეთ სანაპიროზე რალფ ლორენის პირველი შოუ აერთიანებდა სხვადასხვა ასაკის, სქესის, რასის წარმომადგენელ ადამიანებს, რომლებმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე ბრენდის სხვადასხვა ხაზებიდან წარადგინეს ახალი ნამუშევრები, ესენია: Ralph Lauren-ის ქალისა და მამაკაცის კოლექციები, Purple Label, Double RL, Polo Ralph Lauren, ასევე ბავშვის ხაზის სამოსი და აქსესუარები.
“ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ბუნებრივი მშვენიერება, მემკვიდრეობა და გლამური ყოველთვის შთამაგონებდა,” – განაცხადა რალფმა. “კალიფორნია ყოველთვის იყო ოცნებებისა და შეუსაბამობების მიწა – უსწორმასწორო სანაპიროებისა და წითელი ხალიჩების. პირველად გიზიარებთ აქ ცხოვრების ჩემს ოცნებას იმ სახით, რომელიც ზეიმობს ისეთ სიცოცხლეს, მე რომ ყოველთვის მწამდა და აერთიანებს სიმტკიცესა და გლამურს, ენერგიასა და ინსპირაციას.”
Ralph Lauren “California Dreaming”
ჩვენების ჩანაწერი