2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე Ralph Lauren ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არ გვხვდება. ამჯერად დიზაინერი თავისი ახალი ნამუშევრების საჩვენებლად სხვა დროს, სხვა ადგილს ირჩევს.

რალფ ლორენის ბრენდის არსებობის ისტორიის განმავლობაში პირველად, ამერიკელი დიზაინერი თავის მომდევნო კოლექციას წყნარი ოკეანის რეგიონში წარადგენს. ჩვენება 13 ოქტომბერს სამხრეთ კალიფორნიაში გაიმართება.

“ეს იქნება რალფ ლორენის პირველი შოუ დასავლეთ სანაპიროზე,” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. “დიზაინერის ქალისა და მამაკაცის კოლექციების პრეზენტაცია Ralph Lauren-ისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მოდური გამოცდილება იქნება.”

Ralph Lauren შემოდგომა/ზამთარი 2022

ჩვენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.