ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რაფ სიმონსი თავის ბრენდს ხურავდა. “სიტყვები არ მყოფნის, რათა გაგიზიაროთ თუ რამდენად ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის წევრების, პარტნიორების, პრესის, ბაიერების, ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და ფანების მხრიდან გამოხატული წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ყველას მადლობას გიხდით, რომ ჩვენი ხედვის და ჩემი გჯეროდათ,” – აღნიშნული იყო დიზაინერის განცხადებაში. ბრენდის 27 წლიანი ისტორიის ბოლო თავი კი ერთი თვით ადრე ლონდონში, ანდერგრაუნდ ბარ Printwork-ში გამართული ჩვენება იყო.
დღეს რაფის თავისი ბრენდისთვის შექმნილი უკანასკნელი კოლექციის სარეკლამო კამპანიის პირველი ნაწილი გავრცელდა, რომელიც ბელგიელმა ფოტოგრაფმა ვილი ვანდერპერემ გადაიღო. მასში მონაწილეობას იღებს მოდელი ვასკო ლუიკქსი, რომელმაც პასტელური ცისფერი პერანგი, შარვალი, ყვითელი ფერის მოჰერის სვიტერი, მაღალწელიანი შორტები, დიდი ზომის ჯაჭვის აქსესუარები და კოლექციიდან სხვა ნამუშევრები მოირგო. გადაღებაზე სტილისტად ოლივიე რიცომ იმუშავა.
Raf Simons გაზაფხული/ზაფხული 2023 – კამპანიის პირველი ნაწილი