Pull&Bear თავის მომხმარებელს მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ბრენდზე არჩევანს მრავალი ადამიანი აკეთებს, რადგან მათ საშუალებას აძლევს ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ საჭირო პროდუქტები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად მოიხმარენ. Pull&Bear-ის სამოსი და აქსესუარები პრაქტიკული და თანამედროვეა. მათი შთაგონების მთავარი წყარო კი, მიმდინარე სეზონის ტენდენციები და ახალგაზრდული კულტურაა.

ამ სტატიაში გთავაზობთ, მომენტის აქტუალური და პოპულარული სტილის რამდენიმე ნივთს Pull&Bear-ის კოლექციიდან: 

ტყავის ქურთუკი

შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ტყავის ქუთუკი განსაკუთრებით მოთხოვნადია. Pull&Bear-ის კაცის კოლექციაში თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბაიკერის სტილის არანატურალური ტყავის ქურთუკი, რომელსაც ყოველდღიურ სიტუაციებში ჩაიცვამთ.

ჯინსის შარვალი

ჯინსი ის უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანის გარდერობში ნახავთ. ასევე კაცის კოლექციიდან თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც განსაკუთრებით მათ გულს მოიგებს, ვინც უპირატესობას “Baggy” სტილს ანიჭებს.

პალტო

Pull&Bear ამ სეზონის ისეთ აქტუალურ ნივთსაც გთავაზობთ, როგორიც პალტოა. ქალის კოლექციაში თქვენ ნახავთ გრძელ ორბორტიან ნაცრისფერ მოდელს, რომელიც ჩეკით არის წარმოდგენილი. ის შეგიძლიათ მოიცვათ როგორც ყოველდღიური, ისე გამოსასველი სამოსის გარედან.

კაბა

შავი კაბა ნებისმიერ სეზონზე სასურველია. თუ თქვენც გინდათ, რომ ის გარდერობს შემატოთ, Pull&Bear-ის მაღაზიებში საშუალო სიგრძის, გრძელ მკლავებიან და მაღალ ყელიან შავ კაბასაც ნახავთ, რომელიც შეგიძლიათ ჩაიცვათ პალტოს შიგნით და ტყავის ფეხსაცმელთან ერთად.

Pull&Bear-ის სრული კოლექციის დათვალიერება და რჩეული მოდელების შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს: „თბილისი მოლში“, „სითი მოლში“ და „ისთ ფოინთში.“