სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება, თუმცა რაც უფრო იზრდება ბაზარი, მით მეტი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. კომპანიამ, რომელსაც ჩვენს ფიზიკურ და შინაგან სიჯანსაღესა თუ სილამაზეს ვვანდობთ, მაღალი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. დაგვეთანხმებით, რომ მარტივი ნამდვილად არ არის ისეთი ბრენდის აღმოჩენა, რომელსაც ენდობი. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გვსურს მოგიყვეთ კომპანიაზე, რომელიც უკვე 15 წელია, საქართველოში, პრემიუმ ხარისხის თავის მოვლის ბრენდების წამყვანი მომწოდებელია.

Profbeauty – ეს არის კომპანია, რომელმაც პრიორიტეტად აქცია ადგილობრივი ბაზრის გამრავალფეროვნება, მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბრენდებით. Profbeauty-იმ ირგვლივ შემოიკრიბა კომპანიები და ადამიანები, რომლებიც აფასებენ ეფექტურ ფორმულებს, ხარისხს, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მხრივ, ბრენდმა ქართულ ბაზარზე თავისი სტანდარტიც კი დააწესა. “Profbeauty-ის ისტორია 2009 წელს დაიწყო, უმაღლესი ხარისხის კანის მოვლის პროფესიონალური ბრენდის, Janssen Cosmetics-ის საქართველოს ბაზარზე შემოტანით.” – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან ინტერვიუში. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კომპანიის მისია თავიდანვე მკაფიოდ იყო განსაზღვრული – “გაემრავალფეროვნებინა საქართველოს სილამაზის მარკეტი ევროპული და ამერიკული პრემიუმ ხარისხის, ინოვაციური ბრენდებით.”

ის, რაც 2009 წელს, Janssen Cosmetics-ის ბრენდის საქართველოს ბაზარზე წარდგენით დაიწყო, დღესდღეისობით, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი საუკეთესო Beauty კომპანიაა. ამდროისათვის, კომპანიას 1300-ზე მეტი პარტნიორი და ათიათასობით ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით, გარდა ზემოხსენებული კრიტერიუმებისა, რა ხდის Profbeauty -ის ამდენად გამორჩეულს, “სიახლოვე პარტნიორებთან. ყველა ბრენდი, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ, უკვე სახელგანთქმულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ მაღალეფექტური ფორმულების გამო.” – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან ინტერვიუში.

Profbeauty.ge

Profbeauty -ის განსაკუთრებულად გულწრფელი და ეთიკური დამოკიდებულება აგრეთვე გამოიხატება იმ ღირებულებებში, რომლებიც თანამედროვე სამყაროში, ხარისხთან და სანდოობასთან ერთად, არსებითად მნიშვნელოვანია.  Profbeauty არ ატარებს ცდებს ცხოველებზე, ბიოდეგრადირებადი შეფუთვითა და სხვა მდგრადი მიდგომებით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში Beauty ინდუსტრიის განვითარებას, ეთიკური და ბუნებისთვის არასაზიანო გზებით. 

Profbeauty-ის დამფუძნებელი დავით ჭედია და ქეროლაინ არონსონი

აღსანიშნავია, რომ როდესაც კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გავლენას იძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ სფეროს განვითარებას მრავალხრივი გზებით შეუწყოს ხელი და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბრენდების წარდგენით. Profbeauty ამ მხრივაც ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ქართულ რელობაში, “ყოველწლიურად ბრენდების მხარდაჭერით ვატარებთ არაერთ აქტივობას, რომლის მთავარი მიზანი ყოველთვის არის ახალი აღმოჩენების, მიდგომების და ცოდნის გაზიარება საქართველოში მოღვაწე პროფესიონალებისთვის.” – გვიყვება კომპანიის წარმომადგენელი ინტერვიუში.

ახლახან,ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა Profbeauty-ის მიერ ორგანიზებული განსაკუთრებული გამოცდილების მონაწილე გავმხდარიყავით. კომპანიამ საქართველოში თმის მოვლის ცნობილი ბრენდის, It’ A 10-ის დამფუძნებელი, ქეროლაინ არონსონი მოიწვია და Beauty სფეროს პროფესიონალებისთვისა და ენთუზიასტებისთვის დასამახსოვრებელი დღე შექმნა. სილამაზის ინდუსტრიაში ქეროლაინს დიდი წარდგენა არ სჭირდება. თმის სტილისტი, რომელმაც საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და საჭიროებები წარმატებულ Beauty ბიზნესად გარდაქმნა, უკვე თითქმის 20 წელია, ქმნის პროდუქტებს, რომლებიც 100-ზე მეტ ქვეყანაში, წარმატებით იყიდება.

“წლების განმავლობაში ვმუშაობდი თმის სტილისტად, მქონდა საკუთარი სალონიც, შესაბამისად, ჩემს ყოველდღიურობაში ვიყენებდი ათასობით ბრენდს, ათასობით განსხვავებულ თმის ტიპზე და მუდმივად ვაწყდებოდი იმედგაცრუებას. პროდუქტები არ იყო ისეთი კარგი, როგორც მე ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია ყოფილიყო.”- აღნიშნა ქეროლაინმა, როდესაც დავინტერესდით, თუ რამ გადააწყვეტინა საკუთარი ბრენდის შექმნა. “რატომ არ შეიძლება ყველა პროდუქტი საუკეთესო იყოს, თუ თმის მოვლის ხაზს ქმნი?” სწორედ ამ კითხვის დასმით დაიწყო ქეროლაინმა It’ A 10-ის შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ბრენდის მისია და მთავარი იდეა სახელწოდებაშიც კარგად გამოიხატა. It’ A 10! ეს არის ბრენდი, რომლის დამფუძნებლის მიზანია ყველა პროდუქტი ფასდებოდეს, როგორც 10/10, ბრენდი, რომლის ერთ ბოთლში 10 სარგებელია და ბრენდი, რომელიც ქმნის ყველასთვის.

Profbeauty-ის მიერ ორგანიზებული მასტერკლასი

დღესდღეისობით, Beauty ინდუსტრიაში აქტიურად განიხილავენ ინკლუზიურობის მნიშვნელობას, ბევრი ცნობილი კომპანია ცდილობს ფეხი აუწყოს ახალ რეალობას და მოერგოს განსხვავებული ადამიანების განსხვავებულ საჭიროებებს, თუმცა ქეროლაინისთვის ინკლუზიურობა ტრენდი არ არის, “It’ A 10 ყოველთვის ინკლუზიური იყო, რადგან მე ამის საჭიროებას პირველი დღიდან ვხედავდი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტერმინი “ინკლუზიურობა” არ გამოიყენებოდა, ჩვენ ვქმნიდით პროდუქტებს ყველა ტიპის თმისთვის.” – აღნიშნავს იგი. ინტერვიუს დროს ბუნებრივია გაგვიჩნდა კითხვა, თუ რას ნიშნავს ქეროლაინისთვის Profbeauty -ისთან თანამშრომლობა, “ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია და საამაყოა ასეთი პარტნიორის ყოლა, რადგან მათ შექმნეს არაჩვეულებრივი კომპანია, რომელიც დროსთან ერთად, მშვენივრად განვითარდა, ვიცი, რომ Profbeauty-ში ჩემი ბრენდი კარგ ხელშია.” – ამბობს ქეროლაინი.

It’s A 10 ისევე, როგორც სხვა არაერთი ცნობილი პრემიუმ თავის მოვლის ბრენდის დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ Profbeauty-ის ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ორ წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ვებსაიტის შექმნით, ისინი არა მხოლოდ დაუახლოვდნენ მომხმარებლებს, არამედ ეს დაეხმარათ კიდევ უფრო მეტი გაეგოთ ქართველი მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ.

Profbeauty-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და სიახლეებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალური მედიის ოფიციალურ არხებს:

Facebook: Profbeauty

Instagram: Profbeauty