Proenza Schouler-მა და Birkenstock-მა ახალი საერთო უნისექს კაფსულა კოლექციის შექმნაზე იმუშავეს, რომელიც გაყიდვაში 6 აგვისტოდან გამოვა. კოლაბორაციას, გარდა Birkenstock-ის კლასიკური მოდელების შეცვლილი დეტალების, კონტრასტული ნაკერების და გამოყენებული პრიალა ტყავისა, ის ფერებიც გამოარჩევს, რომლებშიც ისინი წარმოგვიდგინეს.

“ვიცოდით, რომ ბორბლის თავიდან გამოგონება არ გვსურდა, ჩვენ ფერთა პალიტრისთვის გარკვეული სიღრმის დამატება გვინდოდა,” – აღნიშნეს პროენზა სქულერის დიზაინერებმა Jack McCollough-მა და Lazaro Hernandez-მა Highsnobiety-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ჯეკი და ლაზარო ამბობენ, მათი მთავარი მიზანი იყო თავიანთი მომხმარებლისთვის შეეთავაზებინათ პროდუქტი, რომელიც მათ თავს კარგად აგრძნობინებდა, გარდერობში ადგილს დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებდა და მარადიული იქნებოდა.

პროენზა სქულერის და ბირკენსტოკის თანამშრომლომა პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის გაზაფხულის სეზონზე დაიწყო და უნდა ველოდეთ, რომ ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება. “ბრენდის დამფუძნებლები Jack McCollough და Lazaro Hernandez ძვირფასი პარტნიორები აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს სრულად იზიარებენ და ცდილობენ ფორმასა და ფუნქციურობას შორის იდეალურ ბალანსს მიაგნონ,” – განაცხადა Oliver Reichert-მა, ბირკენსტოკის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა.