არ აქვს მნიშვნელობა კლასიკური დიზაინის მოყვარული ხართ, თუ ექსპერიმენტები გიზიდავთ, ფრჩხილის ლაქის ფერისა თუ დიზაინის შერჩევა სახალისო და საინტერესო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სეზონი იცვლება და მასთან ერთად – ჩვენი გარდერობიც და განწყობაც.

ზამთარი ის სეზონია, როდესაც თითქმის ყოველთვის აქტუალურია ფერები ნაკლები კონტრასტითა და სიჭრელით. წელს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუქი წითელი, ღვინისფერი, ბორდოსფერი, რაც არ ეხება მხოლოდ ფრჩხილის ლაქს, არამედ ზოგადად – ტანისამოსსა და აქსესუარებს.

მუქი ლურჯი, რომელშიც იასამნისფერის ტონები შეიმჩნევა. ფერის პოპულარობას ხელი შეუწყო ტეილორ სვიფტმა, მას შემდეგ, რაც ეს გარდამავალი ფერი ალბომ Midnights-ის ერთ-ერთ ვიზუალურ შტრიხად აქცია.

მუქი ნაცრისფერი, რომელშიც ლურჯის ტონალობები შეიმჩნევა ასევე იდეალურია მიმდინარე სეზონისთვის.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, შავი და მუქი, ე.წ. დრაკონის მწვანე.