დღეს Prada-მ სილამაზის ხაზი გამოუშვა. სახის კანის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა ფრანგული კონგლომერატის, L’Oréal-ის, მიერ არის ნაწარმოები, რომელმაც Prada Beauty-ს ლიცენზია 2021 წლის 1 იანვარს შეიძინა.
“რას ნიშნავს სილამაზე დღეს? ეს შეკითხვა L’Oréal-თან ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი იყო,” – განაცხადეს Prada-ს კრეატიულმა თანადირექტორებმა მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა. “წარსულის კლიშეები უგულებელვყავით და ვიწამეთ, რომ დღეს სილამაზე პიროვნულობას, თავისუფლებასა და თავდაჯერებულობას გამოხატავს.”
სახის კანის მოვლის პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს: სახის დასაბანს, სერუმსა და დამატენიანებელს, ხოლო მაკიაჟის საშუალებებს შორის წარმოდგენილია: ყავისფერის, ნარინჯისფერის, იასამნისფერისა და ოქროსფერისგან შემდგარი თვალის ჩრდილების პალიტრა, ტონალური კრემი და მატე ტუჩსაცხები. ფასები 45 ევროდან იწყება, რაც ტუჩსაცხის ღირებულებაა. თვალის ჩრდილების ფასი 80 ევროა, ხოლოდ სახის კრემის – 360 ევრო.