
2023 წლის პირველ კვარტალში, პრადას გაყიდვები 22%-ით გაიზარდა და გასცდა ბრენდის ანალიტიკოსების მოლოდინს. აღნიშნული პირდაპირპროპორციულია აზიის ბაზრის გახსნასთან, თუმცა დიდი როლი ითამაშა ამერიკის ბაზარმაც, სადაც, წლის დასაწყისში, შიშობდნენ, რომ მოთხოვნა დაეცემოდა. ასე მოხდა კონკურენტი ბრენდების Ferragamo-სა და Gucci-ს შემთხვევებში.
წლების განმავლობაში, ნელი პროცესების შემდეგ, პრადას მფლობელობაში მყოფმა Miu Miu-მ არნახული 42%-იანი ზრდა აჩვენა, რაც თავად პრადას მთავარ ხაზზე თითქმის ორჯერ მეტია. გასულ წელს, პრადაში ახალი აღმასრულებელი დირექტორები აიყვანეს. მათ გაყიდვები უნდა გაეუმჯობესებინათ, ასევე დაერეგულირებინათ ურთიერთობა ახალ თაობასა და მიუჩია პრადასა და პატრიციო ბერტელის შორის, რომლებიც პრადას მოდის სახლის დიდი ხნის კრეატიული და აღმასრულებელი დირექტორები არიან. ბრენდის დირექტორების გუნდს ასევე უფრო აქტიურად შეუერთდა მიუჩიასა და პატრიციოს 35 წლის შვილი, ლორენცო ბერტელი, რომელიც პრადაში ავითარებს მდგრადობის, ტექნოლოგიისა და მარკეტინგის მიმართულებებს.
წყარო: The Business of Fashion.