Fondazione Prada-ში შეკრებილ ინვესტორებსა და პრესის წარმომადგენლებს Prada Group-ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა პატრიციო ბერტელიმ კომპანიის ახალი ამბიციური გეგმები გააცნო.
“რელევანტურობის შენარჩუნებით, მდგრადი და ეფექტური მიზნების განხორციელებით გრძელვადიან ზრდას მივაღწევთ,” – აღნიშნა მან და განაცხადა, რომ დღევანდელი €3.2 მილიარდიანი გაყიდვების €4.5 მილიარდამდე საშუალოვადიანი ზრდა არის მოსალოდნელი.
75 წლის პატრიციომ ყურადღება თავისი გადადგომის საკითხზეც გაამახვილა და გაამჟღავნა, რომ რამდენიმე წელში ის შესაძლოა თავისმა და მიუჩია პრადას ვაჟმა – ლორენცო ბერტელიმ ჩაანაცვლოს, რომელსაც, მისი თქმით, “სწორი პოზიცია აქვს.”

© Vogue Business
ლორენცო ბერტელი 1988 წლის 10 მაისს იტალიაში დაიბადა. მან კარიერა ავტომრბოლელად დაიწყო. თავისი მშობლების კომპანიას ის ოთხი წლის წინ მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შეუერთდა.