ბოლო პერიოდში, მოდის ინდუსტრია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ინკლუზიურობას, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს. ასეთი ბრენდების ჩამონათვალს ამჯერად იტალიური მაღალი მოდის სახლი Prada შეუერთდა. The Valuable 500 – ასე ჰქვია 2019 წელს დაარსებულ საინიციატოვო პროექტს, რომლის მიზანი კორპორაციების საქმიანობის მოდელის ტრანსფორმირებაა შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის. ამ ინიციატივისათვის ოფიციალურად შეერთება ბრენდისაგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს.
როგორც მოდის სახლის წამრომადგენლები აღნიშნავენ, ამჟამად გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, იქამდე კი, Prada უზრუნველყოფს, რომ იტალიაში განლაგებულ მაღაზიებში სამუშაო პერსონალს შორის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები იყვნენ დასაქმებული.

Prada პირველი მაღალი მოდის სახლია, რომელიც The Valuable 500-ს შეუერთდა. აღნიშნული გლობალური პროექტის დამფუძნებლის შეფასებით, Prada-ს ეს ნაბიჯი ინიციატივისათვის ისტორიული მნიშვნელობის არის. “ისეთი ლიდერები, როგორიც “პრადაა”ფლობენ ბერკეტებს და გავლენას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების საკითხვებთან მიმართებით საზოგადიოებრივი აზრის შესაბამისად ფორმირება მოახდინონ” – ნათქვამია The Valuable 500-ის ოფიციალურ განცხადებაში.