მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, Hermes-ის გაყიდვებმა 17%-ით მოიმატა, რაც კომპანიაში შენარჩუნებულ ზრდის სწრაფ ტემპს ცხადყოფს. გარდა ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი Hermes-ის იარლიყით წარმოებულ მდიდრულ პროდუქტებზე არსებულ მაღალ მოთხოვნაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგით მოდის სახლი თავის კონკურენტებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობს, რადგან მიუხედავად ფუფუნების საგნებზე შემცირებული მოთხოვნისა, Hermes-ის გაყიდვებმა 3.81 მილიარდი ევრო შეადგინა.

Hermès

ზრდის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი იაპონიაში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვებმა 25.2%-ით მოიმატა. აზიის დანარჩენ ნაწილში 13.9%-იანი მატება დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ მთვარის ახალი წლის შემდეგ ჩინეთში Hermes-ის მაღაზიებს მომხმარებლების საგრძნობლად ნაკლები რაოდენობა სტუმრობდა.