1964 წლიდან მოყოლებული, კომპანია Pirelli ყოველწლიურ კალენდარს წარმოგვიდგენს, რომელშიც სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ და განსხვავებულ სიმბოლურ გმირებს განასახიერებენ. ყოველ წელს იცვლება ფოტოგრაფი და იცვლებიან მონაწილე სახეები. აღსანიშნავია, რომ კალენდარი მუდამ ესთეტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მასში უახლესი ტრენდებისა, თუ აქტუალური მოვლენების გავლენა საკმაოდ ზომიერად და საინტერესო აქცენტებით იგრძნობა.
Pirelli-მ წელსაც არ დაარღვია ეს ტრადიცია და სამოდელო ინდუსტრიის ვარსკვლავების მონაწილეობით, საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტო კალენდარი გამოაქვეყნა. 2023 წლის კალენდარში ვხედავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან, მაგალითად, ბელა ჰადიდი, კარა დელევინი, ეშლი გრეემი. წლევანდელი კალენდრის ფოტოები ემა სამერტონმა გადაიღო.
გთავაზობთ Pirelli-ის 2023 წლის კალენდრის ოფიციალურ ფოტოებს:
ბელა ჰადიდი – “ელფი”
გვინევერ ვან სინუსი – “ფოტოგრაფი”
ემილი რათაკოვსკი – “მწერალი”
ლორენ ვასერი – “ათლეტი”
ეშლი გრეემი – “აქტივისტი”
ფრეშეს ლი – “მთხრობელი”
კარა დელევინი – “პერფორმერი”