თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, რომ წვლილი შეიტანოს მდგრადი მომავლის შექმნაში. მდგრადობა, პირველ რიგში, პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით მიიღწევა. ზოგჯერ ეს სულაც არ არის რთული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე ჩვენ თავად ვართ პასუხისმგებლები.

ცხოვრება უამრავ ალტერნატივას გვთავაზობს, ჩვენი გაკეთებული არჩევანი კი, შესაძლოა საზოგადოებისთვის, მომავალი თაობებისთვის, გარემოსთვის იყოს როგორც სასარგებლო, ისე საზიანო. იმისათვის, რათა ჩვენს ქცევებს უფრო მეტი დადებითი გავლენის მოხდენა შეეძლოს, ვიდრე – უარყოფითის, მნიშვნელოვანია ყოველდღიურ წვრილმანებშიც ვეძებოთ გამოსავალი, რათა არ ვიყოთ უპასუხისმგებლოები. 

ფაბერის და თაკო ნაცვლიშვილის ახალი თანამშრომლობა მნიშვნელოვან მესიჯს გვაწვდის: შეცვალე შენი ქცევა დღეს. როგორც ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, ფაბერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ამჯერად საქართველოში უმსხვილესი ონლაინ შოპინგ პლატფორმა ქართველ მოდელთან ერთად მოგვიწოდებს, რომ გარემოსთვის საზიანო პოლიეთილენის პარკი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთით ჩავანაცვლოთ.

Phubber x Tako Nats ჩანთების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ტენდენციური დიზაინის აქსესუარი შეგვიძლია ყოველდღიურად სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ და, რაც მთავარია, ის დაგვეხმარება უარი ვთქვათ ისეთ მავნე ჩვევაზე, როგორიც პოლიეთილენის პარკების გამოყენებაა. 

“რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები შოპინგის დროს ძალიან ეკო-მეგობრულია, როდესაც საქმე ეხება პოლიეთილენის პარკების დაბინძურების შემსუბუქებას და პლასტმასას გავლენას გარემოზე,” – ამბობს თაკო, რომელიც რამდენიმე თვის წინ, მდგრადი მოდის მიმართულებით ფაბერის ამბასადორი გახდა. “ბევრ ადგილას პოლიეთილენის პარკები ფასიანია, საკუთარი shopping tote-ის ტარებით კი, თანხასაც დაზოგავთ და გარემოზეც იზრუნებთ. ამავდროულად, Phubber x Tako Nats სტილის ჩანთები ძალიან აქტუალური ტრენდია დღეს მოდის სფეროში და ძალიან მომწონს. შეგიძლიათ სხვადასხვა ლუქებს შეუხამოთ და ისე იაროთ საყიდლებზე. პირადად მე, მრავალჯერადი გამოყენების tote ჩანთებს ვიყენებ სასურსათო ნივთების, საზღვაო ნივთების და თუნდაც უნივერსიტეტის წიგნების სატარებლადაც. მიხარია, რომ Phubber x Tako Nats მრავალჯერადი ჩანთების შეძენით თქვენ შეცვლით თქვენს ქცევას და ჩაანაცვლებთ პოლიეთილენის პარკებს სამუდამოდ!” 

ჩანთების შესაძენად გადმოწერეთ ფაბერის აპლიკაცია და გადადგით ნაბიჯი უკეთესი მომავლის შესაქმნელად, რომელიც გონივრული, თანაც მარტივი არჩევანის გაკეთებით იწყება. 

Tags :