მოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. პარიზული მოდის სახლებიდან დაწყებული სწრაფი მოდის მწარმოებლებით დამთავრებული – ინდუსტრიის ყოველწლიური ბრუნვა დაახლოებით 35 მილიარდია. თუმცა, ყველასთვის ცნობილია, რომ მოდას „ბნელი“ მხარეც აქვს. ეგრეთ წოდებული რეპლიკების, ანუ არაავთენტური ნივთების წარმოება, შესაძლოა ითქვას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პრაქტიკაა.
არსებობს გარკვეული მიზეზები თუ, რატომ არ უნდა შეიძინოთ ე.წ. fake ნივთები და ეს მიზეზები მხოლოდ ეთიკურობას არ ეხება. პირველ რიგში, „რეპლიკების“ წარმოება საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა. დიდი, მემკვიდრეობითი მოდის სახლები, რომელთა წარმოებაც ძვირია, დებენ შრომას, თანხებს და შემოქმედებით ძალას ყოველ ნივთში. მათ აქვთ ბაზარზე პოზიციონირების ვალდებულება, რასაც ვერ ვიტყვით არაავთენტური ნივთების მასობრივი წარმოებაზე. ამასთან, მათი ფასი დაბალია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნედლეული, რომლისგანაც ისინი მზადდება უხარისხო და ხშირ შემთხვევაში ტოქსიკურიც არის, ეგრეთ წოდებული „შავი მარკეტის“ მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა არასრულწლოვნები არიან და მათი ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ასეთი შემთხვევები განიხილება არა, როგორც დასაქმება, არამედ როგორც მონობა.
განვითარებული სამყაროს ბევრ ქვეყანაში ე.წ. fake ნივთების რეალიზაცია პირდაპირ კანონდარღვევადაც მიიჩნევა. გარდა არაეთიკური წარმოებისა და საავტორო უფლებების დარღვევისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც „რეპლიკების“ ბაზრით ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი დაჯგუფებები. მაგალითად 2015 წელს, პარიზში, Charlie Hebdo-ს გამომცემლობაზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ბრალდებულების კვალით გამოძიება სწორედ არაავთენტური ნივთების არალეგალურ წარმოებამდე მივიდა.

ჯანსაღი ალტერნატივა მათთვის, ვისაც „ლაქშერი“ ნივთების შეძენა სურთ, თუმცა შედარებით ბიუჯეტურ ფასად, არის მეორადი ნივთები, რაც ინდუსტრიის შიგნით აღიარებული და პოპულარული პრაქტიკაა. ამასთან, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა მათ შორის, ვინც არაავთენტურ ნივთებს გამიზნულად ყიდულობს და მათ შორის, ვინც არ იცის აღნიშნული ნივთის ნამდვილი წარმომავლობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გამყიდველის სანდოობის დადგენა, რაც საქართველოში Phubber-ის მეშვეობით ძალიან მარტივია. სწორედ Phubber-მა შემოიტანა საქართველოში ნივთების ავთენტიფიკაციის პრაქტიკა და აპლიკაციის ჩაშვებიდან დღემდე მოხდა 22 000-მდე ნივთის წარმომავლობის დადგენა, ხოლო 7000-მდე ნივთი გაიყიდა, თუმცა არაავთენტურობის გამო მომხმარებლამდე არ მივიდა. კომპანია ამ მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით მუშაობს და ქართველ მომხმარებელს სრულ სანდოობას სთავაზობს.
ავთენტიფიკაციის პროცესი Phubber-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს. მათ Youtube-არხზე შეხვდებით ვიდეოებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ავთენტური ნივთები ე.წ. fake ნივთებისგან, რასაც ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სხვაგან ვერ შეხვდებით. ასევე, სულ მალე აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ მიიღოთ მხოლოდ ავთენტიფიკაციის სერვისი, იმის მიუხედვად, გსურთ თუ არა აღნიშნული ნივთის სარეალიზაციოდ განთავსება.
Phubber-ში კიდევ ერთი ძალიან სასიხარულო სიახლეა – კომპანია გაფართოებას გეგმავს და უახლოეს მომავალში აპლიკაცია უკრაინაშიც ჩაეშვება და ამასთან უკრაინის ბაზარს ქართველი ავთენტიფიკაციის ექსპერტები მოემსახურებიან. მათ შორის არიან ბრენდის გამოცდილებისა და ავთენტიფიკაციის დირექტორი ციცი პეტაშვილი და ხარისხის კონტროლის დირექტორი ნანუკა ბზიკაძე. მათ ჩვენთან ისაუბრეს ნივთების შემოწმების, ხარისხის კონტროლისა და მომხმარებლების გამოცდილების მნიშვნელობაზე.

„ჩემი პასუხისმგებლობა ბრენდის იმიჯი, გამოცდილება და ნდობაა, რომელიც პირდაპირ არის კავშირში ავთენტიფიკაციასთან და ხარისხის კონტროლის სერვისთან,“ ამბობს ციცი, „ჩვენ გვყავს ექსპერტების გუნდი, ისინი ამოწმებენ ნივთის მდგომარეობას და ადგენენ მის ავთენტურობას. იქედან გამომდინარე, რომ Phubber-ი არის სანდო პლატფორმა გამყიდველებისა და მყიდველებისთვის, გვინდა პირველ რიგში პროდუქტმა და სერვისმა მომხმარებლის მოლოდინი გაამართლოს, მთლიანი პროცესი ჩვენ მოგვანდოს და მიიღოს სასურველი ნივთი. ჩვენ გვაქვს მკაცრი პოლიტიკა, რომლის მოხედვითაც არაავთენტური ნივთები ჩვენთან არ იყიდება. ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ამ ყველაფრის მიღმა არის ბრენდების რეპუტაცია, უხარისხო და ხშირად ტოქსიკური პროდუქტი, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გაყალბება. ზოგიერთ ქვეყანაში ეს არალეგალურიცაა და ვფიქრობ, არაავთენტური ნივთების მომხმარებლების უმეტესობას საქართველოში ეს გააზრებული არ აქვს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ტყუვდებიან და უნებლიედ ხდებიან მათი მომხმარებლები, სწორედ ამ ადამიანებისთვისაა ავთენტიფიკაციის სერვისი, რომელიც ნებისმიერ მსურველს დააზღვევს ცუდი გამოცდილებისგან. ავთენტიფიკაციის ექსპერტები სულ რამდენიმე წელია რაც არსებობენ და შესაძლოა ითქვას, საქართველოში ეს პრაქტიკა ჩვენ დავამკვიდრეთ. Phubber-ში ყოველი ექსპერტი მოდის ენთუზიასტია, რომელიც ყოველ დღე ვითარდება, რადგან აპლიკაციაში მუდმივად ჩნდება ახალი ნივთები, რომელთაც განსაკუთრებული და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ამ ადამიანებს აქვთ დიდი მისია, რომ გაამართლონ მომხმარებლის იმედი და ნდობა, რომლის საშუალებითაც უკვე კომპანიის იმიჯის ფორმირება ხდება.“

„აპლიკაციაში ყველა გაყიდული ნივთი დეტალურად მოწმდება, ხარისხის კონტროლის მენეჯერისა და ავთენტიკატორის მიერ. ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენგან გაგზავნილი ნივთი 100% ავთენტურია და ემთხვევა ინფორმაციას, რომელიც გამყიდველს აქვს მითითებული. ხარისხის კონტროლის კუთხით, ყურადღება ექცევა ნივთის ვიზუალს და ასევე ის უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენურ ნორმებს. ნივთის ავთენტიკაცია ხდება კონკრეტული კრიტერიუმებით, რაც მოიცავს საიდენტიფიკაციო კოდს, ნაკერებს, ვიზუალურ დეტალებს. ყველა ნივთი გადის ორ ეტაპიან შემოწმებას და თუ ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, მხოლოდ მაშინ იგზავნება მყიდველთან. ასევე დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს ვინტაჟური ნივთის შემოწმება, რადგან ხშირ შემთხვევაში მათი დეტალები ძალიან განსხვავდება შედარებით ახლად გამოშვებული ნივთებისგან. მაგალითად შანელის ჩანთები, მათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სერიული ნომრებია და წლების მიხედვით განსხვავდება მათი სიმბოლოების რაოდენობა. ლუი ვიტონის შემთხვევაში კი სერიულ ნომრებს მხოლოდ 80-იანი წლებიდან ვხვდებით, შესაბამისად მათი შემოწმებისას ვითვალისწინებთ წარმოების პერიოდსაც.“ ამბობს ნანუკა.
ორიგინალი ნივთების პოპულარიზაციის მიზნით, Phubber-ი ახალ კამპანიას და გათამაშებას იწყებს. გათამაშებაში ჩასართავად, გადაუღეთ თქვენს საყვარელ ავთენტურ შენაძენს Phubber-იდან ფოტო ახალი ფილტრის NO FAKE-ის გამოყენებით და დათაგეთ ინსტაგრამ გვერდი @phubber.app (აუცილებელია გამოწერილი გქონდეთ @phubber.app და @phubber.consignment ინსტაგრამ გვერდები). გამარჯვებული ფაბერის ბალანსზე 300 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. Გამარჯვებული 31 ოქტომბერს შერჩევითობის პრინციპით გამოვლინდება.