ჩვენი ყოველდღიურობა მრავალ თავსატეხს აერთიანებს. თითოეულ მათგანს თან ალტერნატივა ახლავს, რაც არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გვირთულებს. გადაწყვეტილების მიღებისას უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ, საბოლოოდ, გაკეთებული არჩევანის სისწორეს მათი ეფექტიანობა გვაჩვენებს.
სამყაროს გაციფრულებამ, თითოეული ჩვენგანის დღის წესრიგში, ბევრი რამ გაამარტივა. ციფრული პლატფორმების საშუალებით, დროის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა და, ამავდროულად, დამატებითი არჩევანის გაკეთების საშუალება მოგვეცა. სახლიდან გაუსვლელად, სასურველი ნივთის მიღება ნამდვილი ფუფუნებაა თუკი, შემოთავაზებული სერვისი მყიდველის მოლოდინებს სრულად აკმაყოფილებს.
ონლაინ შოპინგისას მიღებული გამოცდილება სულ უფრო და უფრო დახვეწილი, მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროცესს თან უამრავი რისკიც ახლავს, მნიშვნელოვანია შენაძენი სანდო პლატფორმიდან გავაკეთოთ, რათა იმედგაცრუება თავიდან მაქსიმალურად ავირიდოთ.
საქართველოში Phubber-მა შოპინგის სრულიად ახალი გამოცდილება შექმნა. ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც შეგიძლია იყო მყიდველიც და გამყიდველიც; ატვირთო ნებისმიერი ბრენდის, მდგომარეობის, ზომისა თუ კოლექციის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სილამაზის პროდუქტები.
ფაბერის კრეატიული დირექტორი კესო ლელუაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშავს, რომ გუნდის წევრები ყოველდღიურად ანვითარებენ აპლიკაციას, რათა მომხმარებლისთვის ფაბერის გამოცდილება განსაკუთრებულად კომფორტული და სასიამოვნო იყოს. “ამჟამად საკმაოდ ბევრი სიახლე გვაქვს, რადგან გაეშვა ფაბერის უფრო სწრაფი, უფრო მარტივი, რედიზაინითა და ახალი ფუნქციონალებით სავსე ვერსია,” – ამბობს ის.
პლატფორმამ ორი წლის განმავლობაში ათასობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა, რომლებსაც მუდმივად შეაქვთ თავიანთი წვლილი მის განვითარებაში.
კესოს თქმით, ფაბერი არის ახალი სიტყვა, როგორც SOCIAL SHOPPING პლატფორმა. “მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს სასურველი სელერი, ბრენდი და ჰეშთეგი. ეს საშუალებას გაძლევს, რომ შენი შოპინგ სივრცე თავად დააორგანიზო და მართო, გახადო საკუთარ თავზე მორგებული და უფრო კომფორტული,” – აღნიშნავს ის. “ამავდროულად კი ფაბერი, როგორც შუამავალი, უზრუნველყოფს მიტანას, შეფუთვას, ხარისხის კონტროლსა და ბრენდის ავთენტიფიკაციას. ნებისმიერი ფაბერზე გაყიდული ნივთი მოწმდება ჩვენი გუნდის მიერ, იფუთება და შემდეგ მიგვაქვს მომხმარებლამდე, სწორედ ეს არის მათი ნდობის გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან ჩვენ, როგორც კომპანია, მყიდველს ვიცავთ იმედგაცრუებისგან, რომელიც შეიძლება მაგალითად ნივთის არაავთენტურობამ, არასწორმა ზომამ ან მდგომარეობამ გამოიწვიოს.”
როგორც უკვე ითქვა, აპლიკაცია განახლდა და მისი გაუმჯობესებული ვერსიით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. ის ხელმისაწვდომია როგორც IOS, ისე Android სისტემებისთვის. არაერთ სიახლეს შორის, რამდენიმე მათგანი აუცილებლად უნდა გამოვყოთ, ესენია:
შეფასებები
“მომხმარებლის უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის გაუმჯობესებისთვის, ამიტომ ნებისმიერი შესყიდვის შემდეგ მყიდველი შეაფასებს როგორც ნივთს, ისე ფაბერის სერვისს 1-5 ვარსკვლავითა და კომენტარით.”
ატვირთვა & დრაფტები
“რამდენიმე ეტაპად დავყავით ატვირთვის პროცესი: რომ ნივთის ვიზუალური მასალისა და დამატებითი ინფორმაციის ამომწურავად მიწოდებაში დავეხმაროთ სელერებს. ამავდროულად, ისინი შეძლებენ ატვირთვის ნებისმიერ ეტაპზე შეინახონ ნივთი დრაფტად და სასურველ დროს განათავსონ.”
რეკომენდაცია
“თუ იპოვე საინტერესო ნივთი და გსურს გაუზიარო მეგობარს, უბრალოდ დააჭერ გაზიარების ღილაკს და მზადაა, შენი ფაბერის მეგობარი მიიღებს რეკომენდირებულ ნივთს შეტყობინების სახით.”
და ბოლოს: #ჰეშთეგები
“ჰეშთეგებით გამყიდველები საკუთარ ნივთებს მეტ მომხმარებელს მიაწვდიან და ამავდროულად მყიდველებისთვისაც ძებნის პროცესი ბევრად საინტერესო და მარტივი გახდება.”
აღსანიშნავია, რომ უცხოეთში მსგავსი პლატფორმები დიდი პოპულარობით სარგებლობს და იმის გათვალისწინებით, რომ ფაბერს უცხოური წარმატებული ანალოგები ჰყავს, მაგალითად, Vestiaire Collective და Depop ევროპაში და The RealReal და Poshmark ამერიკაში, მათ შორის საინტერესო პარალელების გავლება შეიძლება.
“თითოეული ეს პლატფორმა RESALE-ზე ორიენტირებულია, თუმცა განსხვავებული მახასიათებლები აქვთ,” – ვიგებთ კესოსგან. “სოციალური შოპინგის მიმართულება ჩვენ და Depop-ს განსაკუთრებულად გვაერთიანებს, პლატფორმა, სადაც გამყიდველის, როგორც პერსონას ასპექტი წინ არის წამოწეული. თუმცა დეპოპი არ ამოწმებს ნივთის ხარისხს და არ უზრუნველყოფს მიტანის პროცესს. ჩვენი LUXURY RESALE ციფრული და ფიზიკური შოურუმი – Phubber Consignment ჰგავს Vestiaire Collective და The RealReal-ს, სადაც ასევე პრემიუმ ბრენდებია განთავსებული და ნივთებს ხარისხის კონტროლის და ავთენტიფიკაციის ექსპერტები ამოწმებენ.”
ის ასევე თვლის, რომ ჩამოთვლილ კომპანიებს შორის ფაბერი ოქროს შუალედს წარმოადგენს, რადგან ბევრ სერვისს აერთიანებს; როგორც მედიატორი კომპანია: მიტანის სერვისი, ხარისხის კონტროლი და ავთენტიფიკაცია და შეფუთვა. როგორც სოციალური შოპინგ პლატფორმა: გამოწერა, მოწონება, კომენტარი, ფასის შეთავაზებები, რეკლამა, რეკომენდაციები და სხვა ფუნქციონალები.
შემდეგი ეტაპი აპლიკაციის საზღვარგარეთ გასაშვებად მომზადება და პლატფორმაზე სხვა საინტერესო პერსონალიზაციის ფუნქციონალის დამატებაა, რათა ფაბერით სარგებლობა ყველასთვის კომფორტული, სასიამოვნო და ხელმისაწვდომი იყოს.
მოგესალმებით განახლებულ ფაბერში. უფრო სწრაფი, უფრო მარტივი, რედიზაინითა და ახალი ფუნქციონალებით – არის ტექსტი, რომლითაც განახლებული აპლიკაცია მიგვიღებს, როცა მას ვესტუმრებით იმისთვის მზადყოფნაში, რომ ამ მიმართულებით საქართველოში საუკეთესო გამოცდილება მივიღოთ.