ელი სააბის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. პირველი ლუქების გამოჩენამდე, სივრცისთვის თვალის შევლებით იმედგაცრუების განცდა დამეუფლა. დიზაინერისგან, რომელიც ძვირფასი ქსოვილებით და უმაღლესი ხარისხის მკერვალობით არის ცნობილი, ნარინჯისფერი კედლის ფონზე დაგებული ფიცრები იაფასიანად მომეჩვენა, თუმცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როდესაც პოდიუმზე პირველი მოდელი გამოჩნდა აფრიკული ვარცხნილობით, მუქი კანის ფერით და გრძელი, ოვალური ყელსაბამით. ცხადი იყო, რომ ამ სეზონზე დიზაინერმა შთგონება აფრიკაში იპოვა და მრავალფეროვნების წინ წამოწევა სცადა. მართალია, ელი სააბს “Diversity” წვეულებაზე ცოტა დააგვიანდა, თუმცა მისი ლოდინი ყოველთვის ღირს.

Elie Saab გაზაფხული / ზაფხული 2020 – პარიზის მოდის კვირეული

Vogue
Vogue
Vogue

კოლექცია სრულად – Elie Saab S/S 2020

ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ.