
Chanel-ს კარლ ლაგერფელდის ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში, ბევრი ამბასადორი თუ სახე ჰყოლია, თუმცა ცოტამ თუ შეძლო, კარლის შანელის ათწლეულების განმავლობაში, ისე გემოვნებიანად და ელეგანტურად ტარება, როგორც პენელოპე კრუსმა . “შანელთან ყოველთვის ახლოს ვიყავი,” – აღნიშნა ვოგთან მსახიობმა. წელს, Met Gala კარლ ლაგერფელდს ეძღვნება, კრუსი კი, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. აღნიშნული როლის ფარგლებში, ის პატივს მიაგებს გარდაცვლილი დიზაინერის არნახულ კარიერას როგორც შანელში, ასევე სხვა ბრენდებში.
რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ პენელოპეს 2023 წლის მეტ გალაზე, რომელიც პირველ მაისს გაიმართება, შანელის კოსტიუმში ვიხილავთ. მან ბრენდს ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვანი მომენტი ანდო; ფილმების პრემიერებიდან, სხვადასხვა ღონისძიებებამდე, პენელოპეს ყველაზე ხშირად სწორედ კარლ ლაგერფელდი და შანელის ატელიე მოსავდა. 2008 წლის ოსკარების დაჯილდოვებაზე, როდესაც მსახიობი ფილმისთვის Vicky Christina Barcelona საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი და გაიმარჯვა, მას შანელის დრამატული შავი კაბა ეცვა. 2018 წელს, შანელისა და კრუსის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ის ოფიციალურად გახდა ბრენდის ამბასადორი. პენელოპე კარლის გარდაცვალების შემდეგ გამართულ შანელის პირველ ჩვენებაზე, მოდელის ამპლუაში პოდიუმზეც ვიხილეთ. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მე და კარლი კიდევ უფრო დავახლოვდით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებული კავშირი გვქონდა,” – აღნიშნა კრუსმა WWD-სთან საუბრისას. “მასთან ყველა დიალოგი განსაკუთრებული იყო, კარლმა იცოდა ყველაფერი ყველაფრის შესახებ, რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს.”
Met Gala-ს მოახლოებასთან დაკავშირებით, გავიხსენოთ პენელოპე კრუსის Chanel-ის დასამახსოვრებელი ლუქები:












