WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, ივლისის თვეში Bottega Veneta 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას კიდევ ერთხელ, ამჯერად პეკინში წარადგენს. მეთიუ ბლაზის კრეატიული დირექტორობით შექმნილი მესამე კოლექციის ჩვენება გასულ თვეს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

იტალიური ბრენდის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება ჩინეთში პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება. გასული წლის იანვარში Bottega Veneta-ს მწვანე ჩინეთის დიდ კედელზეც კი გამოჩნდა. თებერვალში Bottega Veneta ასევე დაუბრუნდა ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმა Weibo-ს. მას შემდეგ, რაც 2022 წლის იანვარში ბრენდმა სოციალური ქსელები დატოვა, Weibo არის პირველი, რომელსაც ის შეუერთდა.

© BoF

აზიაში განმეორებითი ჩვენებები მოდაში სიახლეს აღარ წარმოადგენს. აგვისტოში Prada-მ თავისი 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის განმეორებითი ჩვენება პეკინში გამართა, Chanel-მა კი დასავლეთ აფრიკაში ნაჩვენები 2022 წლის Métiers d’art კოლექციის ხელახლა წარდგენა ივნისში ტოკიოში დააანონსა.

Bottega Veneta-ს ჩვენებაზე, რომელსაც პეკინი უმასპინძლებს, გარდა უკვე ნანახი კოლექციისა, შემოთავაზებული იქნება ახალი ნამუშევრებიც.

Bottega Veneta შემოდგომა/ზამთარი 2023

ჩვენების ჩანაწერი