
პოლ & შარკის ქართველი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ბრენდის განახლებული მაღაზია სითი მოლი საბურთალოს პრემიუმ სივრცეში გაიხსნა. შეცვლილ ლოკაციაზე სტუმრებს უფრო დიდი და მრავალფეროვანი მაღაზია დახვდებათ, სადაც მათ საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ უახლესი კოლექცია და შეარჩიონ სასურველი ნივთები.
საქართველოში პოლ & შარკის ოფიციალური წარმომადგენელი არის მაღაზიათა ქსელი “გარდერობი,” რომელიც ქვეყანაში ასევე ისეთ ცნობილ მაღაზიებს წარადგენს, როგორებიც არის: ერმენეჯილდო ზენია, ბოსი, გარდერობი, ჯენტლმენი, ჰუგო. Პოლ & შარკი ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელზე მეტია, რაც არსებობს. თბილისის გარდა, ბრენდის მაღაზია ფუნქციონირებს ბათუმშიც, კონსტანტინე გამსახურდიას 14 ნომერში.


Პოლ & შარკის შექმნის ისტორია 1970-იან წლებში იწყება, როდესაც მისი დამაარსებელი პაოლო (პოლ) დინი მეინის შტატს ეწვია. მისი მამა ჯან ლუდოვიკო იყო, რომელიც იტალიაში მაღალი ხარისხის ქსოვილების საწარმოს ფლობდა და მასალების მიწოდებას ისეთი პარტნიორებისთვის უზრუნველყოფდა, როგორებიც არიან – Christian Dior და Balenciaga. მეინში ყოფნისას პაოლო პატარა სახელოსნოს ესტუმრა, სადაც იალქნებს აკეთებდნენ. იქ მისი ყურადღება მე-18 საუკუნის კლიპერის იალქანმა მიიპყრო, რომელზეც პირველად წაიკითხა წარწერა, რომელიც შემდეგ თავისი ბრენდის სახელწოდება გახდა: „Paul & Shark.“ ამჟამად პოლ & შარკი კვლავ დამფუძნებელი ოჯახის მფლობელობაშია და მას ანდრეა დინი, პაოლოს შვილი უძღვება.
ტრადიციული ტექნიკებით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი კოლექციების დახვეწილი დიზაინის, მუდამ აქტუალური სტილის, მდგრადობის, სხვადასხვა ამინდის პირობებში დამცველობითი ფუნქციისა და ინოვაციური ელემენტების დამსახურებით, პოლ & შარკმა იმ ბრენდებს შორის, რომლებიც სპორტული სტილის მდიდრულ პროდუქციას უშვებენ, მოწინავე ადგილი დაიკავა. ტანისამოსსა და აქსესუარებში გამოყენებული არაერთი ქსოვილი კომპანიის მიერ არის დაპატენტებული, მათ შორისაა Typhoon 20000. მისგან დამზადებული პროდუქტები წყალგაუმტარი და ქარისგან დამცავია. ამავდროულად, ქსოვილი ჰაერგამტარია, შესაბამისად მისი ტარება დისკომფორტს არ იწვევს. პოლ & შარკი არის ბრენდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უპირატესობას ხარისხს ანიჭებენ და არა – რაოდენობას.


დღესდღეობით, პოლ & შარკის სამოსი და აქსესუარები 73 ქვეყანაში, 458 ქალაქში და 280-ზე მეტ მონობრენდულ მაღაზიაში იყიდება.
„ჩვენი ყველაზე ლოიალური მომხმარებლები ჩვენგან იმიტომ ყიდულობენ, რომ იციან პროდუქტების გამძლეობის, მათი ხანგრძლივი ბუნების შესახებ,“ – ამბობს ანდრეა დინი Lifestyle Asia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ხარისხი, ინოვაცია, კომფორტი – არის ის მახასიათებლები, რომლებიც პოლ & შარკის თითოეულ პროდუქტს გააჩნია. იტალიური ბრენდის საზღვაო თემატიკით შთაგონებული სამოსი, რომელშიც სპორტული სტილი კლასიკურ ელეგანტურობას ერწყმის, მსოფლიო მასშტაბით მრავალი ადამიანის გარდერობში დიდი ხნის განმავლობაში იკავებს ადგილს.