პარიზში, 229 Rue Saint-Honoré-ზე, Gucci-ის ახალი მაღაზია გაიხსნა. 2900 კვადრატულ ფუტ სივრცეში წარმოდგენილია ნივთები Gucci Valigeria-ს სამოგზაურო ხაზიდან – დაწყებული დიდი ზომის ჩემოდნებით, დამთავრებული თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილი ჩანთებითა და ქუდების სათავსოთი.
იტალიური მოდის სახლის გენერალურმა დირექტორმა, მარკო ბიზარიმ WWD-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მაღაზიის გახსნა მიმდინარე სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს სამოგზაურო კატეგორიაში Gucci-ის მოწინავე პოზიციის განტკიცებას.

“Gucci Valigeria ჩვენი ფლორენციული ფესვებისა და მარადიული ოსტატობის შეხსენებაა,” – აღნიშნავს ის. “ეს ხაზი ბრენდის მემკვიდრეობის სიმბოლოა.” 1921 წელს გუჩიო გუჩიმ ბიზნესი ჩემოდნების გაყიდვით დაიწყო, როდესაც ფლორენციაში თავისი მაღაზია გახსნა.