ორშაბათს Fédération de la Haute Couture et de la Mode-მ პარიზის მოდის კვირეულის ახალი სეზონის წინაწარი განრიგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენებები და პრეზენტაციები 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყობა. კვირეულში მონაწილეობას სულ 108 ბრენდი მიიღებს.
ღონისძიება Marie Adam-Leenaerdt-ის ჩვენებით გაიხსნება. ბელგიელი დიზაინერის შემდეგ, განრიგში ქართული ბრენდის, Situationist-ის სახელი გვხვდება, რომლის პრეზენტაციაც პარიზის დროით 16:30 საათზე არის დაგეგმილი. Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა კი ფრანგული მოდის სახლისთვის თავის ახალ კოლექციას პირველ ოქტომბერს წარადგენს.
Situationist შემოდგომა/ზამთარი 2023 © The Impression
ამ სეზონზე Mugler და Maison Margiela ჩვენებებს კვლავ ტრადიციულ ფორმატში გამართავენ, მათ გარდა ვიხილავთ Carven-ის, Casablanca-ს და Kiko Kostadinov-ის დაბრუნებასაც. სტეფანო გალიჩიც Ann Demeulemeester-სთვის თავის სადებიუტო კოლექციას დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში აჩვენებს. ნიუ-იორკისა და ტოკიოს შემდეგ, პარიზში ასევე მოეწყობა Marni-ს ჩვენება. საფრანგეთის დედაქალაქში დებიუტები ექნებათ ნიუ-იორკში დაფუძნებულ დიზაინერ Peter Do-ს და წლევანდელი ANDAM Prize-ს ერთ-ერთ გამარჯვებულ, ჰოლანდიელ დიზაინერ Duran Lantink-ს. თუმცა ვერ ვიხილავთ Palm Angels-ის, Off-White-ს და Ester Manas-ის კოლექციებს.
განრიგში ვხვდებით ვხვდებით ისეთ საკულტო ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Saint Laurent, Chanel, Balmain, Christian Dior, Hermès, Schiaparelli, Givenchy, Valentino და ა.შ.
საფრანგეთის მოდის ფედერაციის ცნობით, კალენდრის საბოლოო ვერსია 11 სექტემბერს გამოქვეყნდება. წინასწარი ვერსიის მიხედვით, პარიზში 9 დღის განმავლობაში, 67 ჩვენება და 41 პრეზენტაცია იგეგმება.
სრული განრიგი