მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაქშერი ბრენდი პოპულარობას კვლავ ინარჩუნებს, როგორც ამას WWD ადასტურებს, ფარელის დებიუტის შემდეგ ბრენდის ოფიციალურ YouTube არხს 3 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო ჩვენების ნახვებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მხოლოდ ბრენდის ოფიციალურ არხებზე, ჩვენება 775 მილიონმა ადამიანმა იხილა, ხოლო პრესაში კი, კოლექციას დამატებითი 300 მილიონი ნახვა დაემატა.
შედარებისთვის, ლუი ვიტონის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებას, რომელზეც როსალიამ იმღერა, 441 მილიონი ნახვა ჰქონდა, თუმცა პრესის გაშუქების შედეგები ბრენდს არ გამოუქვეყნებია.
როგორც აღინიშნა, YouTube-ზე ლუი ვიტონი ყველაზე პოპულარული მაღალი მოდის ბრენდია 3+ მილიონი გამომწერით, ამ მომენტისთვის კი ფარელის პირველი ჩვენების ჩანაწერს რამდენიმე დღეში 15 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
რაც შეეხება ბრენდის ტიკტოკ პლატფორმას, ლუი ვიტონი 11.1 მილიონი გამომწერით აქაც ნომერი პირველი ლაქშერი ბრენდია. გამომწერების რაოდენობა 10 მილიონიდან 11.1 მილიონამდე სწორედ გახმაურებული ჩვენების შემდეგ გაიზარდა.