
Hugo Boss-მა, რომელიც რებრენდინგის შემდეგ გამოჩნდა როგორც BOSS, მაიამიში ახალი კოლექციის ჩვენება გამართა. ახალი კოლექცია, დუბაისა და მილანის შემდეგ, კვლავ See-Now-By-Now მოდელით გაიმართა და ჩვენების დასრულების შემდეგ, ნივთები ონლაინ მომენტალურად გახდა ხელმისაწვდომი.
ჩვენება წვიმიან მაიამიში უამინდობის მიუხედავად მაინც ღია ცის ქვეშ გაიმართა. “მაიამი მულტიკულტურული ცენტრია,” ამბობს ბოსის ვიცე პრეზიდენტი მარკო ფალკონი, “მაიამის ლათინო-ამერიკული გავლენა ძალიან შთამაგონებელია.”
კოლექცია ბრენდის კოდების გათვალისწინებით ჭრებსა და სილუეტებზე იყო ორიენტირებული, თუმცა სამოსზე ამაღელვებელი ჩვენების ქასთი აღმოჩნდა. პოდიუმზე პამელა ანდერსონი, ლოუ როუჩი, DJ Khaled, მოფარიკავე იბტიჰაჯ მუჰამედი, ფრეშეს ლი, ამბერ ვალეტა და ნაომი ქემბელი ვიხილეთ. პამელამ ჩვენება გახსნა და ჩვენების ბოლოს, მოდელების ხაზი წაიყვანა.



რაც შეეხება წინა რიგებს, სელებრითების ნაკლებობა აქაც არ შეიმჩნეოდა. ჩვენებას დაესწრნენ: სუკი უოთერჰაუსი, ტიფანი ჰედიში, მალუმა, დემი ლოვატო, ბელა თორნი, ლუსიენ ლავისკონტი და სტეფლონ დონი.
ჩვენების ჩანაწერი სრულად: