თუ ზამთრის კურორტების მოყვარული ხართ, მაშინ, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დაიწყოთ მზადება სეზონის სასიამოვნოდ გასატარებლად.  წელიწადის ნებისმიერ დროს, იდეალური დასვენების დღეების მოწყობას სჭირდება განსაკუთრებული მზადება და ორგანიზება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის კურორტები მთასთან, სიცივესთან და  შესაბამისად ექსტრემალურ გარემოებებთან მეტად დაკავშირებული კურორტებია, აუცილებელია რომ მას სათანადოდ აღჭურვილები შევხვდეთ.

ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ OYSHO-ს ზამთრის საკურორტო კოლექცია, რომელიც აერთიანებს ტანისამოსს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს. ‘’ოიშოსთვის“ ეს არის პირველი სათხილამურო კოლექცია და ის სრულყოფს თქვენს გარდერობს წლის ყველაზე ცივი და ამავდროულად ულამაზესი სეზონისთვის.

დღესდღეისობით, ბევრი ბრენდი ქმნის პროდუქციას, რომელიც გამოირჩევა ვიზუალით, არის ტრენდული და თბილიც, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში არანაკლებ მნიშვნელოვანია კოლექციის ფუნქციური პრაქტიკულობა და გამართულობა. მეტიც, როდესაც საქმე თოვლიან ამინდში, მაღალმთიან რეგიონებში გართობას თუ სხვა სპორტულ აქტივობებს ეხება, პრიორიტეტული სწორედ ეს არის, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ კავშირშია ჩვენს უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან.  ეს გამოარჩევს  OYSHO-ს მუდმივად მზარდ ბაზარზე არსებული სხვა ბრენდებისგან.

კოლექციაში ვხვდებით სპორტულ ჟაკეტებს, ტოპებს, ქუდებს, წინდებს, ხელთათმანებს, სწორ შარვლებს, რომლებიც შეგვიძლია სურვილისამებრ კიდევ უფრო დავავიწროვოთ, ზურგჩანთებს ფუნქციური სამაგრებით, რომლითაც კომფორტულად ვატარებთ თხილამურებს და რა თქმა უნდა – სპეციალურად ცივი ამინდებისთვის შექმნილ ფეხსაცმელებს. ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევია, რომ გემოვნებიანი, დახვეწილი ტანზე გამოყვანილი ფორმები და სილუეტები  მოდის მოყვარულებს გულგრილს ვერ დატოვებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ‘’ოიშოს’’ კოლექციები ელასტიურია და სხეულთან ერთად, მსუბუქად მოძრაობს, რაც თხილამურებით სრიალისას თუ უბრალოდ თოვლში სეირნობისას, უფრო კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.  გარდა ამისა, OYSHO-ს  დიზაინერებმა გაითვალისწინეს კიდევ ერთი გარემოება, რაც ზამთრის კლიმატს ახლავს თან – კოლექციები არა მხოლოდ თბილია, არამედ წყალთან მიმართებით გამძლეობითაც გამოირჩევა.

როგორც უკვე ითქვა, ეს არის OYSHO-ს პირველი სათხილამურო კოლექცია და მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე კი, ისაა, რომ მათ შორის არის საქართველოც.

OYSHO-ს ზამთრის საკურორტო კოლექციის დასათვალიერებლად და შესაძენად  შეგიძლიათ ეწვიოთ სითი მოლი საბურთალოს ფილიალს.