ოსკარის დაჯილდოების შემდეგ გამართული წვეულება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წელს წითელ ხალიჩაზე კენდალ ჯენერი Rami Kadi-ს ნახევრად შიშველი კაბით გამოჩნდა.
ადრიანა ლიმა რალფ & რუსოს თეთრ კაბაში ვიხილეთ. ლიმას ვარცხნილობაზე ენტონი კრისტიანომ იზრუნა, მაკიაჟზე-პატრიკ ტამ.
ვერსაჩეს ვერცხლისფერი კაბით წარსდგა როუზი ჰანგთინთონ-უაითლი.
ბარბარა პალვინმა არმანიზე შეაჩერა არჩევანი, რადგან ბრენდის ერთ-ერთი სახეა.
ზუჰაირ მურადის ცისფერი კაბა ეცვა ალესანდრა ამბროსიოს
ნაომი ქემბელი, ქრისტი თიგენი, ბეატი პრინსლო, ისაბელი ფონტანა, ლაის რიბეირო, კაროლინა კურკოვა, ჯასმინ ტუქსი, ემილი რათაკოვსკი.