28 მარტს ლოს ანჯელესში ოსკარების რიგით 94-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ბიონსეს მუსიკალური შესრულებით გაიხსნა.
მან ფილმ “მეფე რიჩარდში” გამოყენებული მუსიკალური ნამუშევარი “Be Alive” შეასრულა, რომელიც ასევე ნომინირებული იყო ამერიკის კინოაკადემიის პრესტიჟულ ჯილდოზე.
“მეფე რიჩარდი” ჩოგბურთის ვარსკვლავი დების, სერენა და ვინუს უილიამსების, მამის ისტორიას გვიამბობს – თუ რა როლი შეასრულა სპორტის ისტორიაში ჩოგბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშეების ჩამოყალიბებაში.
ბიონსემ თავისი მუსიკალური ნომერი კალიფორნიაში, კომპტონის საჩოგბურთო კორტიდან შეასრულა, სწორედ იმ ადგილიდან, საიდანაც სპორტში დები უილიამსების ბრწყინვალე კარიერა იწყება.
40 წლის ამერიკელ მომღერალს ლოდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერის David Koma-ს ჩოგბურთის ბურთის ფერი მწვანე კოსტიუმი ეცვა.