მომღერალი ოლივია როდრიგო ამერიკული ვოგის აგვისტოს ნომრის ყდაზეა. როდრიგოს ახალი სინგლი “Vampire” სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, ხოლო წლის ბოლომდე აუდიტორია 20 წლის ვარსკვლავის ახალი ალბომსაც იხილავს. როდრიგოს სადებიუტო ალბომი Sour ბილბორდის ჩარტებისა და TikTok-ის ნამდვილ სენსაციად იქცა, რამაც მაშინ 18 წლის ოლივიას არნახული წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

“როდესაც პანდემია დაიწყო, 16 წლის ვიყავი. ჩემს ოთახში გამოკეტილმა სიმღერების წერა დავიწყე, მაშინ, როდესაც მთელი სამყარო ყირაზე დადგა,” ამბობს ოლივია ინტერვიუში. ახლა ის ნიუ-იორკში გადადის საცხოვრებლად და როგორც უკვე აღინიშნა, ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება.

ჯენ-ზის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტისთვის ეს ამერიკული ვოგის პირველი ყდაა. ფოტოების ავტორი Theo de Guetzl-ია, ხოლო სტილისტი – ალექს ჰარინგტონი.

იხილეთ ფოტოსესია: