თანამედროვე კულტურაში, ყოველი წლის იანვარი – მარტი ცნობილია, როგორც დაჯილდოებების სეზონი, სწორედ ამ პერიოდში იმართება ამერიკაში კინოს და მუსიკის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებები. “ოქროს გლობუსი,” “გრემი,” “ოსკარი” – ეს იმ სახელგანთქმული ჯილდოების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიღება ყველა არტისტისათვის თანაბრად საპატიოა. წითელი ხალიჩის ფენომენის ზრდასთან ერთად კი, დაჯილდოებების სეზონმა მნიშვნელოვანი როლი შეიძინა მოდის ინდუსტრიაშიც.

ამ სტატიაში გთავაზობთ თუ როდის და სად იგეგმება 2024 წლის დაჯილდოებების სეზონის გახმაურებული საღამოები:
Golden Globes – 7 იანვარს ლოს ანჯელესში.
Critics Choice Awards – 14 იანვარს სანტა მონიკაში.
Emmy Awards – 15 იანვარს ლოს ანჯელესში.
GRAMMY Awards – 4 თებერვალს ლოს ანჯელესში.
BAFTA Awards – 18 თებერვალს ლონდონში.
SAG Awards – 24 თებერვალს ლოს ანჯელესში.
Academy Awards, Oscars – 10 მარტს ჰოლივუდში.
NAACP Image Awards – 16 მარტს ლოს ანჯელესში.