ძვირადღირებული მოდის ევროპულ ბაზარს ახალი ლიდერი ჰყავს. ოფიციალურად, Hermès უფრო ძვირადღირებული კომპანიაა, ვიდრე LVMH. 2025 წლის 15 აპრილის მონაცემებით, Hermès-ის საბაზარო ღირებულება 247 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო LVMH-ის – 246 მილიარდ ევროს. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა არ არის ძალიან დიდი, Hermès-ის შედეგი მაინც განსაცვიფრებელია.
LVMH აერთიანებს 70-მდე კომპანიას, მათ შორის Louis Vuitton-ს, Dior-ს, Tiffany & Co. -ს და Sephora-ს, Hermès კი მონობრენდული კონგლომერატია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ბრენდი – Hermès ახლა უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე LVMH -ის 70-მდე კომპანია ჯამში.

აღსანიშნავია, რომ LVMH-ის აქციებზე ფასების ვარდნა და მისი საბაზრო ღირებულების 7%-ით კლება 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსურმა რეპორტმა განაპირობა. ახლადგავრცელებული ანგარიშებიდან ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში, კონგლომერატის გაყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები 2%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, სინამდვილეში – 5%-ით შემცირდა.