გასული ათწლეულის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქუჩის სტილის ბრენდმა სილამაზის ხაზი დააანონსა. Off-White -ის პირველ კოსმეტიკურ ხაზზე ვირჯილ აბლო გარდაცვალებამდე თვეებით ადრე მუშაობდა.

“Paperwork” ბრენდის სილამაზისა და პარფიუმერიის ხაზის სახელწოდებაა.

პირველ პროდუქტად 4 სუნამოსაგან შემდგარ კოლექციას ვხედავთ. “Solution Fragrances” გასაყიდად უკვე წარმოდგენილია როგორც ბრენდის მაღაზიებში, აგრეთვე Farfetch-ზე.