110 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერმენეჯილდო ზენიამ ქსოვილების წარმოებით საფუძველი ჩაუყარა მამაკაცის მდიდრული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდს, რომლის სახელიც დღესდღეობით  გლობალურად აღიარებული და დაფასებულია. Zegna ქმნის სტილს, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, წესებსა და როლებს ერგება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ერმენეჯილდო ზენიას სურდა მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ქსოვილები შეექმნა და იტალიის ჩრდილოეთით, ტრივეროში მატყლის საწარმო დააარსა. მას ასევე ოცნებად ჰქონდა თავისი მშობლიური ქალაქი და მისი შემოგარენი უკეთეს ადგილად ექცია. 1930-იან წლებში ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრების გაუმჯობესების და დახმარების მიზნით, ერმენეჯილდოს ინიციატივით შეიქმნა მოდერნისტული საცურაო აუზი, სკოლა, საავადმყოფო და გზა ცნობილი, როგორც Panoramica Zegna. იდეა, რომ პროდუქტის ხარისხის განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუკი მის მიღმა “სილამაზის კულტურა” არსებობს, ზენიას ოჯახის მიერ დღემდე შემონახული და გათვალისწინებულია.

ბრენდმა თავიდანვე საერთაშორისო ხედვით დაიწყო ფუნქციონირება. ბრწყინვალე გონების პატრონი ერმენეჯილდო საუკეთესო ხარისხის ბუნებრივ მასალებს პირდაპირ მათი წარმოშობის ქვეყნიდან მოიპოვებდა, შემდეგ იტალიაში შეჰქონდა, სადაც მდიდრულ ქსოვილებად გარდაქმნიდა, რომლებიც ექსპორტზე გაჰქონდა და ბრენდს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში უწევდა. ამავდროულად, ინარჩუნებდა დადებით, მჭიდრო კავშირს თავის მშობლიურ მხარესთან.

ბრენდის ღირებულებები განსაზღვრავს Zegna-ში მიმდინარე ყველა პროცესს, მომავლის ხედვას კი წარსული გამოცდილება ასაზრდოებს. ამჯერად Zegna თავის მომხმარებელს Oasi Cashmere-ის მდიდრულ leisurewearკოლექციას სთავაზობს, რომელიც მოიცავს ბრენდის საკულტო მოსაცმელ პერანგს, ნაქსოვ ტანსაცმელს და ა.შ. მიწიერ ტონებში შემოთავაზებული ნივთები დამზადებულია ქაშმირის ბოჭკოებისგან, რომლებიც ბრენდის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიხედვით 2024 წლისთვის 100%-ით მიკვლევადად (traceable) უნდა სერტიფიცირდეს. ქაშმირის მიწოდება მონღოლეთიდან, პრესტიჟული მწარმოებლების მხრიდან ხდება და გრძელ გზას გადის, სანამ იტალიაში მდებარე ბრენდის ქარხნებამდე მიაღწევს, სადაც განსწავლული ოსტატების ხელით უზადო სამოსად გარდაიქმნება.

Zegna-ს მაღაზია თბილისში

Oasi Cashmere-ის ინსპირაცია Oasi Zegna-დან მომდინარეობს, რომელიც ბრენდის სოციალური და გარემოსთან დაკავშირებული ცნობიერების გამომხატველ უნიკალურ მოდელს წარმოადგენს. Zegna-ს საოცარი ამბავიც სწორედ “ზენიას ოაზისიდან” იღებს სათავეს. 1910 წელს ერმენეჯილდო ზენიამ მატყლის საკუთარ საწარმოსთან ახლოს ერთი ხე დარგო, დღეს კი პიემონტის მთიან მხარეში Oasi Zegna-ს სახელით ცნობილ 100კმ²-ზე გაშლილ სივრცეში 500,000-ზე მეტი ხე ხარობს. გზა, რომელიც ნაკრძალს ჰკვეთს ბრენდის იდენტობის სიმბოლურ გამოხატულებად იქცა. Oasi Zegna ბრენდის ღირებულებების სახლი და მდგრადობისკენ მისწაფების ფიზიკური გამოვლინებაა. Zegna-ში ყველა გზა და ბილიკი “ზენიას ოაზისიდან” იწყება – და მას მიუყვება. 

ბრენდის საკულტო Triple Stitch სნიქერების ახალი კოლექციის ფერთა პალიტრაც Oasi Zegna-ს მშვენიერებით არის შთაგონებული – განახლებული მოდელები წარმოდგენილია ცისფერ, წითელ და ყვითელ ფერებში. ფეხსაცმლის დახვეწილი დიზაინი იდეალურად ერგება როგორც ყოველდღიურ, ისე ფორმალურ სტილს და მას თანამედროვე იერს სძენს.

Zegna-ს მაღაზია თბილისში

საქართველოში Zegna-ს ოფიციალური მაღაზია თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, 50 ნომერში მდებარეობს.