პიერ მოსის დიზაინერი ქერბი ჟან-რეიმონდი მოდის ახალი ფავორიტია. მისი წინა კოლექცია, რომელიც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა ვოგმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის საუკეთესო კოლექციებს შორის დაასახელა და ისეთ ბრენდებს შორის იკავებდა ადგილს, როგორებიცაა: ბალენსიაგა, ლუი ვიტონი, შანელი, ვალენტინო და ა.შ. კოლექციის დატვირთვამ განაპირობა ბრენდის მიმართ ინტერესის ზრდა. მოდელების სრული შემადგენლობა შავკანიან მოდელებს მოიცავდა, რაც ბუნებრივია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენების აზრი აფრო-ამერიკელთა ცხოვრების არსებული ვითარების წარმოჩენა იყო. შოუს სენსიტიური ხასიათი დიზაინერ ქერბი ჟან-რეიმონდისგან, რომელიც იმ კულტურის წარმოჩენას ეცადა, რომლის ნაწილიც თავად არის, გახდა აღიარების მოპოვების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მალევე დიზაინერი CFDA/Vogue Fashion Fund-ის 2018 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, მათ შორის, რომლის მიღებაც დამწყებ დიზაინერებს შეუძლიათ. 15 წლის განმავლობაში CFDA/Vogue Fashion Fund-მა არაერთი გამორჩეული ტალანტის კარიერის განვითარებას შეუწყო ხელი, მათ შორის არიან პროენზა სქულერის ჯეკ მაკქალა და ლაზარო ჰერნანდესი. ჟიურის წევრები ქონდე ნასტის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვოგის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, გამოცემის ჟურნალისტები მარკ ჰოლგეითი და ნიკოლ ფელპსი, ინსტაგრამის ევა ჩინი, საქს მეხუთე ავენიუს როპელ პეტელი, სიეფდიეის სტივენ კოლბი, ნორდსტორმის ჯეფრი კალინსკი, ჯოსეფ ალტუზარა, თეორის ენრიუ როუზენი და დაიან ფურშტენბერგი იყვნენ. სწორედ მათი გადაწყვეტილებით გადაეცა ჟან-რეიმონდს 400,000 დოლარი.

Kerby Jean-Raymond of Pyer Moss wins the CFDA-Vogue Fashion Fund award for rising stars

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა, რომელიც ქერბის ინდუსტრიის ახალ ფავორიტობაზე მოსაზრებას უფრო ამყარებს. ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ოთხი დიზაინერი შეემატა და მათ შორის აღნიშნულ სახელსაც ვხვდებით.

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ Kings Theatre-ში პიერ მოსის ჩვენება გაიმართა. შოუ შორს იდგა მრავალფეროვნების ტრენდისგან. ის პირდაპირ და ცალსახად ერთი რასის – აფრო-ამერიკელთა კულტურას წარმოაჩენდა. ეს ბრენდის მიზანია და ამის გამო მას არავინ აკრიტიკებს. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება, პირველ რიგში,  Sister Rosetta Tharpe-ს მიმართ პატივის მიგება იყო, „შავკანიანი ქალის, რომელმაც როკ ‘ნ’ როლი გამოიგონა.“

Pyer Moss Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com

Pyer Moss Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com
Pyer Moss Spring 2020 © Filippo Fior / Gorunway.com

სანდერ ლაკის სის მარჟანისთვის შექმნილი ახალი კოლექციის მთავარი ღირსება ფერებია. ის ამ სეზონზე საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა.  თვალი დახუჭა ყველაფერ ირონიულსა თუ სარკასტულზე და გადაწყვიტა, რომ თავის გარშემო მხოლოდ „ლამაზი, ძვირადღირებული, ნაფიქრი რამეები, უბრალოდ ხარისხი“ სურდა. კოლექციაში არაფერი არ არის ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს. ის ამერიკულ კლასიკას ავლენს. თუმცა სანდერის ესთეტიკა უკვე ვნახეთ, მივიღეთ და მოვიწონეთ, არავის უთხოვია, რომ არჩეული გზიდან ასე გადაეხვია.

Sies Marjan Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com
Sies Marjan Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com
Sies Marjan Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com

პროენზა სქულერის მომხმარებლის ახალი გარდერობი ოვერსაიზ თრენჩებს, ქამრებით სტილიზირებულ სამოსს, ბლეიზერებს და ბრენდისთვის დამახასიათებელ კაბის გრძელ სილუეტებს მოიცავს, რომელთაც ისეთ თვალშისაცემ აქსესუარებს უხამებს, როგორებიცაა ოქროსფერი V-ს ფორმის ყელსაბამი და დიდი, მსხვილი მრგვალი საყურეები. ძლიერი, მაგრამ არა აგრესიული – ასეთია პროენზა სქულერის ქალი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის.

Proenza Schouler Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com
Proenza Schouler Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com
Proenza Schouler Spring 2020 © Alessandro Lucioni / Gorunway.com