ტანისამოსის გენდერული კოდები ყოველდღიურად ფორმირდება და ახალ მნიშვნელობას იძენს. ქალისა და მამაკაცის კოლექციების ერთ ჩვენებაში გაერთიანება თანამედროვე მსოფლიოსთან უფრო გვაახლოვებს. “ჩემთვის ხშირად უთქვამთ, ‘დროა მამაკაცის ხაზიც გამოუშვა’” – ამბობს დიზაინერი Peter Do, რომელმაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მამაკაცის სამოსი პირველად წარადგინა.

Peter Do – გაზაფხული/ზაფხული 2023

დროთა განმავლობაში, პიტერის ბრენდი ბუნებრივად იქცა უნისექს მოდის ნაწილად. კლასიკური მკერვალობა და მინიმალისტური სილუეტები ერთნაირად მიმზიდველი იყო, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კოლექციებს კაცები აქამდეც ატარებდნენ, ახლა ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ Peter Do არის ყველასთვის,” – განმარტავს დიზაინერი.

გენდერული ნორმებისგან თავისუფალი სტილი პიტერმა არაერთი დეტალით გამოკვეთა. პლატფორმები და კაბები, რომლებსაც კოლექციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, მეტწილად სწორედ მამაკაც მოდელებზე იყო წარმოდგენილი.

შოუ კორეულ მუსიკალურ პროდიუსერულ კომპანია SM Entertainment-თან თანამშრომლობით გაიმართა. პირველი ლუქი კი, კ-პოპ არტისტმა Jeno-მ მოირგო.

კოლექციის სრულად სანახავად ეწვიეთ ლინკს – Vogue.com/Peter Do