Nowness ერთ-ერთი გავლენიანი მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზეა ფოკუსირებული. ახლახან გამოცემამ Instagram-is ოფიციალურ ანგარიშზე არტ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი ლექსის – „თოვლის“ ფონზე მიმდინარეობს.

WINDING DREAMS – ასე ჰქვია არტ პროექტს, რომელიც ბერლინსა და პარიზში მოღვაწე ფოტოგრაფის, ტერეკ მავადისა და სამკაულების დიზაინერ LIZA-ს საერთო პროექტია. ვიდეოში ტრანსგენდერი ინდოელი მოდელი – რაია მარტინი მონაწილეობს. გალაკტიონის ლექსს ლიზა კილაძე კითხულობს.