Gucci-ის კინემატოგრაფიულ ვიდეოებსა და ფოტოსესიებში ხშირად ვხედავთ ჰოლივუდის და მუსიკალური სცენის დიდ ვარსკვლავებს. ახლახანს, ბრენდის მორიგ კამპანიაში ინგლისელი მსახიობი, დეზი ედგარ-ჯოუნსი გამოჩნდა. Gucci-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო (ლალო) მიკელემ ამჯერადაც არ უღალატა ჰოლივუდის ოქროს ხანისათვის დამახასიათებელ გლამურულ ესთეტიკას და შთამბეჭდავი ნამუშევარი წარმოადგინა.

Produced by Dazed

ბოლო ორი წელია, დეიზი ედგარ-ჯოუნსი დიდი აქტუალობით სარგებლობს, როგორც კინო და სატელევიზიო, ასევე მოდის ინდუსტრიაში.

მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სტრიმინგ სერვის Hulu-ს სერიალმა სახელწოდებით – Normal People, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა.