ალესანდრო დელაქუას ახალი კოლექციის ჩვენება მიქელანჯელო ანტონინის საუნდტრეკით გაიხსნა ფილმიდან Deserto Rosso, რომელსაც მონიკა ვიტი ასრულებს. დელაკუას 60-იანი წლების იტალიური კინემატოგრაფის ინსპირაცია მხოლოდ საუნდტრეკით არ შემოიფარგლებოდა, კოლექციაში აბრეშუმის კაბები ასევე ანტონინის ფილმით La Notte-თი იყო შთაგონებული, რომელშიც მთავარ როლს ჟანა მორო ასრულებს.
No. 21 შემოდგომა/ზამთარი 2023
ჯერემი სკოტმა მოსკინოსთვის მორიგი კოლექცია წარადგინა. ამჯერად, მოსკინოს ბარბიმ გოთური გლამურის სტილი მოირგო. ტვიდის სეტები, ტიულის კაბები და სატინის ლაბადები შავ, იასამნისფერ და მუქ ვარდისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ხოლო კოლექციის მთავარი აქსესუარი უზარმაზარი შავი ბუმბულებიანი თავსაბურავია.
Moschino შემოდგომა/ზამთარი 2023
ნიკოლა ბრონიანომ, რომელიც 2000-იანი წლების ესთეტიკის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მიზეზია,“ Blumarine-სთვის ახალი კოლექცია დღეს წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბრონიანოსთვის ხელწერად ქცეული Y2K-ს ელემენტები ახალ კოლექციაშიც შეიმჩნევა, აღსანიშნია, რომ ეს კოლექცია, ჩვეული დენიმისგან განსხვავებით, ტყავზეა კონცენტრირებული.
Blumarine შემოდგომა/ზამთარი 2023