ჯორჯია მეი ჯაგერის, ალექსა ჩანგის, ქლოი სევინის, ადვოა აბოას და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პიროვნებების შემდეგ, Miu Miu-ს სხვადასხვა კატეგორიებიდან ფავორიტი ნამუშევრები სიდნი სვინიმ შეარჩია. ოთხშაბათს მსახიობმა, რომელიც ბრენდის შემოდგომა/ზამთრის კამპანიაშიც მონაწილეობს, თავისი არჩეული პროდუქტების პრეზენტაციასაც უმასპინძლა.

საღამოზე სიდნი შავი ფერის ტყავის მინი ქვედაბოლოთი და შესაფერისი მოკლე ტყავის ქურთუკით გამოჩნდა, რომლის შიგნითაც თეთრ ზოლებიანი ლურჯი პერანგი ეცვა. ღონისძიება – “Miu Miu Select by Sydney Sweeney” ნიუ-იორკში, 57-ე ქუჩაზე მდებარე Miu Miu-ს მთავარ მაღაზიაში ჩატარდა.

Sydney Sweeney © Harper’s Bazaar; BFA
“მიყვარს Miu Miu,” – განაცხადა სერიალ “ეიფორიას” ვარსკვლავმა. “ის განასახიარებს იმას, ვინც ვარ, როცა გამოპრანჭვა მინდა ან უბრალოდ კომფორტულად ყოფნა. ამიტომ აქ ბევრი ისეთი რამ არის წარმოდგენილი, რაც მიმაჩნია, რომ მშვენიერი იქნება როგორც საღამოს გარეთ გასასვლელად, ისე სახლში დარჩენის შემთხვევაში.”
წვეულების სტუმრებს შორის იყვნენ: ჯესიკა ვენგი, ერიკ რეზერფორდი, ჯენი უოლტონი, იმანი რენდოლფი, სელა მარლი და სხვები.

Jessica Wang © Lexie Moreland / WWD

Eric Rutherford & James Miller © Lexie Moreland / WWD
აღსანიშნავია, რომ ბრენდი 2019 წლიდან იწვევს ცნობილ სახეებს Miu Miu-ს ფავორიტი პროდუქტების შესარჩევად, რომელთა პრეზენტაციებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა, მაგალითად, პოპი დელევინის შემთხვევაში – მილანში, ლოტა ვოლკოვას შემთხვევაში კი – ტოკიოში.
“Miu Miu-ს გოგოდ ყოფნაზე იმ მომენტიდან ვოცნებობდი, როდესაც მოდის სამყაროს გაცნობა დავიწყე,” – აღნიშნა სიდნიმ Vogue-თან საუბრისას. “Miu Miu-ს ჩვენება ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩემმა სტილისტმა Vogue Runway-ზე მაჩვენა და შეპყრობილი ვიყავი! ასე რომ აქ ყოფნა და ჩემი სახელის მაღაზიის კედლებზე წაკითხვა მართლაც წარმოუდგენელი გამოცდილებაა.”