სექტემბერში ტელეკომპანია NBC-ზე ცნობილი მუსიკალური კონკურსის The Voice-ის 24-ე სეზონის პრემიერა შედგა. შოუს გამხსნელ ნაწილში – ე.წ. ბრმა მოსმენებზე ჩვენთვის მოულოდნელად ქართველი მუსიკოსი Nini Iris ვიხილეთ, რომელმაც გამოჩენისთანავე მიიპყრო შოუს მენტორების ყურადღება.
მას შემდეგ, ნინიმ არაერთი ტური წარმატებით გაიარა და 9 საუკეთესო მონაწილეშიც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კონკურსანტი ნახევარფინალშია. აღსანიშნავია, რომ გავლენიან მუსიკალურ კონკურსში ნინი რჩეული მაყურებლების ხმებით გახდა. მომღერლის ვოკალურ შესაძლებლობებზე ამერიკული მედია და თავად კონკურსის პროფესიონალი მენტორები ბევრს საუბრობენ, ჩვენ კი მის სასცენო იმიჯზე გავამახვილებთ ყურადღებას.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის, თუ სტილისტების რამდენად პროფესიონალი გუნდი მუშაობს კონკურსანტების ჩაცმულობაზე, უნდა ითქვას, რომ ნინის შემთხვევაში თითოეული ლუქი მის ავთენტურ იმიჯთან სრულიად თანხვედრაშია.
იხილეთ Nini Irisi-ის სასცენო იმიჯი ამერიკული The Voice-ის სხვადასხვა ტურიდან: