დღეს ცნობილი გახდა, რომ ოთხი წლის შემდეგ ნიკოლა ბრონიანო Blumarine-ში დაკავებული კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან მიდის. გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.

დიზაინერი აღნიშნულ პოზიციაზე 2019 წელს Blumarine-ს მფლობელი კომპანია EIH Eccellenze Italiane-ს დამფუძნებლის, მარკო მარკის, მიერ დაინიშნა. როგორც მან განაცხადა, კომპანიაში კმაყოფილები არიან ბრონიანოს შეტანილი წვლილით, რისი შედეგიც ბრენდის მიმართ გაზრდილი ინტერესია. “მინდა ნიკოლას გულითადი მადლობა გადავუხადო იმ მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ამ ოთხწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის განმავლობაში იჩენდა,” – აღნიშნა იტალიელმა ანტრეპრენერმა.

Blumarine გაზაფხული/ზაფხული 2022 © Vogue Runway / Gorunway.com / Alessandro Lucioni

ბრენდისთვის 2000-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკის მკაფიოდ მორგების შედეგად, ბრონიანომ Blumarine მილენიალების და Gen-Z-ის თაობების ყურადღების ცენტრში წარმატებით მოაქცია. დიზაინერმა თავადაც გადაუხადა მადლობა მარკის ამ შესაძლებლობისთვის და კომპანიაში მიღებულ გამოცდილებას “უნიკალური და ამაღელვებელი” უწოდა.