გერმანული სპორტული სამოსის ბრენდი Nike ბოლო პერიოდში კრიზისულ მდგომარობაში იყო, თუმცა ახალი ანგარიშის მიხედვით, ბრენდისთვის 2022 წელი არც თუ ისე წარუმატებელი იყო. ჩინეთში ლოქდაუნისა და გადაჭარბებული სტოკების მიუხედავად, გასული წლის მესამე მეოთხედი ბრენდმა მოსალოდნელზე დიდი შემოსავლით დახურა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბრენდის მოგებამ 12.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.

როგორც მოსალოდნელი იყო, სუფთა შემოსავალმა იკლო – 11%-ით, 1.2 მილიარდ დოლარზე, მაგრამ, ბრენდში 2023 წელს იმედიანად უყურებენ. ამის მიზეზი ნაიკის პირდაპირი გაყიდვების 22%-იანი ზრდაა, აქედან დიდი ზრდა ონლაინ გაყიდვებშიც შეინიშნება, მთელი 24%-ით. 18%-ითაა გაზრდილი ბრენდის შემოსავალი საბითუმო გაყიდვებიდანაც.

“ჩვენი საბითუმო ვაჭრობის პარტნიორები კვლავ რჩებიან ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანეს ნაწილათ, ჩვენი მიზნების მიღწევასა და სამიზნე სეგმენტის მიღწევაში მათი როლი შეუფასებელია,” აღნიშნა ინვესტორებთან საუბარში ჯონ დონაჰიუმ, ნაიკის აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.

როგორც უკვე აღინიშნა, მოსალოდნელზე მაღალი შემოსავალი 2022 წლის ბოლოს, 2023 წლის მოლოდინებს ზრდის. ნაიკის გუნდში უკვე აწიეს აღნიშნული წლის თარგეთები და ელოდებიან ზრდას, როგორც დასავლეთის, ასევე ჩინეთის ბაზრებზეც, სადაც ამჟამად ლოქდაუნი შემსუბუქებულია და მომხმარებლებს თავისუფალი ვაჭრობის საშუალება აქვთ.