კომპანია Nabu, რომელმაც ქართულ ბაზარზე არაერთი სახელგანთქმული ბრენდი შემოიყვანა, თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საერთაშორისო სტანდარტების ფასდაკლებებს. ის წელსაც არ ღალატობს თავის ჩვეულ ტრადიციას და ნანატრი ფასდაკლებების სეზონს იწყებს.
კომპანია „ნაბუს” სახელთან არაერთი საშოპინგო სივრცეა დაკავშირებული. მათ შორის არის ქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. Department Store, სახელწოდებით New Trend, რომელიც თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ ბრენდებს აერთიანებს.
თუ მოდის მოყვარული ხართ, ალბათ ხშირად დაგიგეგმავთ თქვენი მოგზაურობა ფასდაკლებების სეზონების მიხედვით, თუმცა სწორედ New Trend-ის გახსნის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის ფასდაკლებებით შეგიძლიათ საკუთარ ქალაქში ისარგებლოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, New Trend-ის მრავალფეროვანი სელექცია ყველა გემოვნების მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ფასდაკლებულ მოდელებს შორის მისთვის სასურველი ლუქი ააწყოს.
კონცეპტუალური დიზაინის მაღაზიაში ისეთი მოდის სახლების უახლეს კოლექციებს აღმოაჩენთ, როგორებიც არის: MM6 MAISON MARGIELA, JUNYA WATANABE, COMME DES GARÇONS, PLAY CDG, AMI PARIS, COPERNI, MARNI, R13, DSQUARED, MSGM, SPORTMAX, ELEVENTY, JACOB COHEN, ZADIG&VOLTAIRE და სხვა. მაღაზიაში ეს ბრენდები ოფიციალური ლიცენზიით არის წარმოდგენილი, რაც თავისთავად ხარისხის გარანტორია. სწორედ ოფიციალური და ექსკლუზიური თანამშრომლობის სტატუსი განაპირობებს იმასაც, რომ New Trend-ში ფასდაკლებები სწორედ ამ მოდის სახლების მიერ დადგენილი სტანდარტებით მიმდინარეობს.
აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მოდის პრემიუმ ბრენდებზე ფასდაკლებები მნიშვნელოვანი მხოლოდ სამომხმარებლო კუთხით არ არის. ასე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ისტორიის მატარებელი ნივთების მფლობელიც ვხდებით – სამოსის, რომელსაც თავისი რეპუტაციული და იდეური დატვირთვა აქვს. ფასდაკლებების ახალი სეზონით, New Trend სწორედ ასეთი გააზრებული და ღირებული შენაძენის შესაძლებლობას გვთავაზობს.
აქვე გეტყვით იმას, რომ New Trend „ნაბუს” ის ერთადერთი მაღაზია არ არის, სადაც დიდი ფასდაკლებები გელოდებათ. სპეციალური ფასდაკლებების სეზონი დაიწყო კომპანიის ქსელში შემავალ სხვა მაღაზიებშიც: Emporio Armani-სა და Armani Exchange-ში.
კოლექციების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ეწვიოთ „ნაბუს” ქსელში შემავალ მაღაზიებს თბილისის შემდეგ მისამართებზე:
New Trend – ჭავჭავაძის გამზირი 46
EMPORIO ARMANI – ჭავჭავაძის გამზირი 48
Armani Exchange – სითი მოლი; გალერია თბილისი.