დევიდ ბექჰემის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევრის შემდეგ, ამერიკული კომპანია აგრძელებს ბექჰემების ოჯახთან თანამშრომლობას. ცნობილი გახდა, რომ Netflix-თან კონტრაქტი გააფორმა ვიქტორია ბექჰემმა. თანამშრომლობის ფარგლებში, Netflix ვიქტორიას შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელიც ორიენტირდება მოდის ბიზნესში ვიქტორია ბექჰემის კარიერულ განვითარებასა და წარმატებაზე.

გასულ წელს, Netflix-ზე დოკუმენტურ ფილმს – “Beckham” 12,4 მილიონი ნახვა ჰქონდა და ამერიკული სტრიმინგ კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტადაც შეფასდა. აღსანიშნავია, რომ “Beckham”-ის მსგავსად, ვიქტორიას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პროდიუსერიც ნიკოლა ჰოუსონი იქნება.