1980 წელს, ჯონ ლენონის მკვლელობამდე, იოკო ონომ მუსიკოსს, 40 წლის იუბილეზე, Patek Philippe-ის საათი აჩუქა. მრავალი წლის განმავლობაში, საათი დაკარგული იყო. ახლადგავრცელებული ინფორმაციით, აქსესუარი ჟენევაში იპოვეს. Bloomberg-ის ცნობით, საათი იტალიელმა კოლექციონერმა გერმანული აუქციონის სახლისგან შეიძინა. თუმცა, ჟენევას სასამართლომ დაადგინა, რომ აქსესუარზე კანონიერი მესაკუთრის სტატუსი იოკო ონოს აქვს. იტალიელი კოლექციონერი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
სავარაუდოდ, საათი ონოს ყოფილ მძღოლს მოჰპარეს. Patek Philippe-ის ეს საათი ძვირადღირებული და იშვიათი საკოლექციო ნივთია. გარდა ამისა, ამ მოდელს სპეციალური გრავიურა აქვს, რომელზეც წყვილის სიმღერის ტექსტია ამოტვიფრული. როგორც ონოს იურიდიული გუნდი აღნიშნავს, საათის ღირებულება სულ მცირე 4.5 მილიონი ამერიკული დოლარია.