ნაომი კემპბელის და BOSS-ის თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის. ამჯერად ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ბრენდმა ლეგენდარულ სუპერმოდელთან ერთად, კოლაბორაციული, პრემიუმ ხარისხის ხაზი – NAOMI x BOSS წარადგინა. ტანსაცმლის ეს ხაზი ბევრი დეტალით არის საინტერესო, თუმცა სანამ მის შესახებ მოგიყვებით, გეტყვით, რომ კაპსულა კოლექციის შეძენა თბილისში მდებარე BOSS-ის ოფიციალურ მაღაზიაშია შესაძლებელი.
BOSS-ის მაღაზია, რომელსაც რუსთაველის 37 ნომერში შეხვდებით, 2007 წლიდან ბრენდის უახლეს კოლექციას ქართველ მომხმარებელს სთავაზობს. მათთვის, ვინც BOSS-ის იდენტობასა და ესთეტიკას იცნობს, კარგად იცის, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრენდი ხარისხს და უნიკალურ დიზაინს. თითოეული მოდელი ოსტატური მკერვალობით იქმნება და ეს ვიზუალურად ერთი შეხედვითაც კი დიდ ეფექტს ახდენს. NAOMI x BOSS კი ბრენდის ხედვას და სტანდარტებს ახალ სიმაღლეზე წარმოაჩენს. კაპსულა კოლექცია 44 მოდელს აერთიანებს. როგორც თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ პრეს რელიზშია მითითებული, კოლექცია თანამედროვე სილუეტებით, პრაქტიკული დიზაინით და ლუქს ხარისხით გამოირჩევა. დიზაინში დომინანტი ტონალობები თეთრი, კრემისფერი, შავი და იასამნისფერია.
NAOMI x BOSS ერთი მხრივ მოდელის სტილით არის შთაგონებული, მეორე მხრივ კი ქალის სამოსის ხაზის განვითარების მიმართულებით ბრენდის სტრატეგიის ნაწილია. ეს არის კოლექცია, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველდღიური სამოსიც კი შესაძლოა გამორჩეულად ელეგანტური და დახვეწილი იყოს და რომ მინიმალიზმი მოდის სამყაროში საუკეთესოდ გამოვლენილი სრულყოფილებაა. თუკი NAOMI x BOSS კოლექციას დავახასიათებთ, შეიძლება ითქვას, რომ ის თანამედროვე სტილისა და მოდის ხელოვნების უცვლელი წესების სინთეზით შეიქმნა.
როგორც თავად ნაომი აღწერს, BOSS-ის ეს ხაზი მრავალმხრივი და კომფორტულია. “ეს არის ისეთი მოდელები, რომლებიც ჩემი ცხოვრების წესს გამოხატავს. კოლექცია არის მათთვის, ვინც ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისათვის, თუმცა როცა საქმე სტილს ეხება, არასდროს მიდის კომპრომისზე.”
რაც შეეხება თბილისში მდებარე BOSS-ის ოფიციალურ მაღაზიას, მასში ყველა დეტალი ბრენდის იდენტობის მანიშნებელია. ეს არის სივრცე, რომელიც BOSS-ის ისტორიასა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მის ამჟამინდელ მნიშვნელობას გადმოსცემს.