ბრიტანეთმა სუპერმოდელ ნაომი კემპბელს ხუთი წლით აუკრძალა საქველმოქმედო საქმიანობა, სიახლე რამდენიმე დღის წინ დადასტურდა და მალევე მოიცვა საერთაშორისო პრესის ცნობილი გამოცემები. საქმე იმაშია, რომ ნაომის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის შეგროვებულ თანხებს სუპერმოდელი თავისი ძვირადღირებული ცხოვრების სტილის უზურნველსაყოფად იყენებდა. 

54 წლის სუპერმოდელმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Fashion For Relief 2005 წელს დააარსა,  მიზანი ჰუმანიტარული მიზნებისთვის თანხების მოზიდვა იყო. წლების განმავლობაში, ნაომი ქველმოქმედების სახელით არაერთ ღონისძიებასა და ჩვენებას მართავდა,  მაგრამ როგორც Reuters ადასტურებს, საქველმოქმედო ორგანიზაცია Fashion For Relief წელს ბრიტანეთის საქველმოქმედო სიიდან ამოიღეს.

გავრცელებულ ინფორმაციას ნაომი გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა. სუპერმოდელმა უარყო ბრალდებები და აღნიშნა, რომ იძიებს თავის საქველმოქმედო ორგანიზაციაში განვითარებულ მოვლენებს. ნაომის თქმით, ორგანიზაციას იურიდიული გუნდი ხელმძღვანელობდა და არა თავად, გამომდინარე აქედან, მას დამატებითი დრო დასჭირდება, სანამ გაერკვევა მომხდარში.