
რამდენიმე თვის წინ, მარველის ფილმ Eternals-ში ჰარი სტაილსის გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია. ახლა კი, მას კიდევ ერთ ფილმში ვიხილავთ, თუმცა, ამჯერად – მთავარ როლში. Amazon Prime Video-მ ახლახანს ხმაურიანად დაანონსებული ქვიარ დრამის – My Policeman-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში ჰარი სტაილსი გეი პოლიციელს განასახიერებს.
სიუჟეტი ბრიტანეთში, გასული საუკუნის 50-იან წლებში ვითარდება, როდესაც კონსერვატიული შეხედულებების გამო, ჰომოსექსუალების უფლებრივი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ისტორია ფოკუსირებულია ახალგაზრდა პოლიციელის, ტომისა და მუზეუმის კურატორის, პატრიკის ურთიერთობაზე. კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს სერიალ CROWN-ის ვარსკვლავი, პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი, ემა კორინი ასრულებს. ის ჰარი სტაილსის გმირის – ტომის ცოლს განასახიერებს. ფილმის პრემერა 2022 წლის 21 ოქტომბერს შედგება. My Policeman თავდაპირველად კინოთეატრების დიდ ეკრანზე გამოვა, 4 ნოემბრიდან კი Amazon Pime Video-ს პლატფორმაზე გამოქვეყნდება.