1990-იანი წლების საკულტო სუნამოების სიის სათავეში, უდავოდ, მუგლერის Angel-ია. ერთ-ერთმა პირველმა IT არომატმა, რომელიც სურდა ყველას, წლების განმავლობაში საკუთარი ისტორია შექმნა. Angel პირველი არომატი იყო, რომელმაც “gourmand” სუნამოების დიდი მოძრაობა წამოიწყო. სენსუალური, უჩვეულო სურნელი პარფიუმერმა ოლივიე კრესპმა შექმნა. არომატის თაყვანისმცემლების არმიას მუგლერის მოდის სახლის ახლანდელი კრეატიული დირექტორი, ქეისი ქედვალადერიც მიეკუთვნება, “[Angel-მა] თავის დროზე ყველა წესი დაარღვია,” აღნიშნავს ის.

(c) Mugler Fragrances

წლების განმავლობაში, Angel-ის ხაზი გაფართოვდა და მისი ბევრნაირი ინტერპრეტაცია შეიქმნა. ამჯერად, ხაზს ახალი არომატი Angel Elixir შეემატა, რომელიც მუგლერის პარფიუმერმა, Domitille Michalon-Bertier-მა შექმნა. როგორც აღმოჩნდა, გარდაცვალებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, თავად ტიერი მუგლერმა შეიგრძნო ელიქსირის არომატი. “ეს ძალიან ემოციური იყო,” აღნიშნა მიშალონ-ბერტიემ.

(c) Mugler Fragrances

ახალი სუნამოს სახე, ქეისის დიდი ხნის მუზა, 24 წლის მსახიობი ჰანთერ შაფერია. “ჰანთერს შეუძლია ძალიან ბევრი როლი მოირგოს,” აღნიშნავს დიზაინერი, “ის თითქოს სხვა სამყაროდანაა, ქალღმერთია,” ქეისიმ ჰანთერი ასევე Angel-ის წარსულ მუზებს, ჯერი ჰოლსა და ემი ვესონს შეადარა. თავად ჰანთერი საკუთარ თავს ელიქსირს ადარებს, “ჩემი ხასიათი შეისაძლოა ძალიან სწრაფად შეიცვალოს, ისევე, როგორც ეს სუნამო ცვლის ნოტებს [საუბარია სანდლის ხისა და ჟასმინის ექსტრაქტის ნოტებზე, რომლებიც ორიგინალ სუნამოში არ არის.]”

კამპანიის ფოტოებზე Harley Weir -მა იმუშავა, ხოლო სუნამო გაყიდვაში მარტში ჩაეშვება.